როგორ მოვიშოროთ თეთრი წერტილები სწრაფად და უმტკივნეულოდ

0
3254

კანზე პატარა თეთრი წერტილები, მილიები, უჩნდებათ ახალშობილებს, მაგრამ ხშირად აქვთ ხოლმე ჩვილებს, მოზარდებს და უფროსებსაც კი.

რა იწვევს მათ წარმოქმნას?

დაუზუსტებელია, თუ რისგან წარმოიქმნება მილიები. ის არსებობს ორი სახის: დაწყებითი და საშუალო. პირველი ტიპი აღენიშნება ჩვილებს, მეორე – მოზარდებსა და უფროსებს.

მილიების განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს კანის გაღიზიანებამ, რომელსაც გამოიწვევსს კანის აღმდგენითი პროცედურები:

  • დერმაბრაზია ან ლაზერული აღდგენა.
  • სტეროიდული მალამოების ხანგრძლივი გამოყენება.
  • დამწრობა.
  • მზეზე დიდხანს ყოფნა.

შემოგთავაზებთ 7 ნატურალურ საშუალებას, რომელიც გაგიქრობთ თვალის გარშემო არსებულ თეთრ წერტილებს.

1. შაქრისა და ლიმონის სკრაბი

ლიმონი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებითა და ანტიბაქტერიული საშუალებებით, შაქარი კი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

მოვამზადოთ სკრაბი:

2 ს. კ. შაქარს დაასხით ნახევარი ლიმონის წვენი და დაამატეთ 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი

აბეზარი თეთრი წერტილების მოსაშორებლად აიღეთ მოცემული იგრედიენტები თანაბარი პროპორციებით, ისე რომ მიიღოთ ნაზავი. მომზადებული მასა დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 25 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

3. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ანტიბაქტერიული საშუალებაა. თანაბარი პროპორციებით აიღეთ აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთი, აურიეთ, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი და ჩამოიბანეთ.

4. დაორთქვლა

ორთქლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს მკვდარი ეპითელიური უჯრედების ააღმოფხვრას.

5. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი გაჯერებულია სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებებით. ის იცავს კანს ანთებითი პროცესებისგან. კარგად დაიბანეთ სახე, დაზიანებულ ადგილებზე შეიზილეთ ჩაის ხის ზეთი, დაიტოვეთ მთელი ღამე და დილით ჩამოიბანეთ.

6. ბროწეულის კანის ფხვნილი

ბროწეულის რამდენიმე კანი მოხალეთ გაყავისფერებამდე, შემდეგ დაფხვენით, შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ლიმონის წვენს. მომზადებული სკრაბი სახეზე წაისვით, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

7. ნატურალური თაფლი

კანის ზედა ფენის გასასუფთავებლად მოამზადეთ ნატურალური თაფლისა და შაქარის სკრაბი. ეს ორი პროდუქტი  თანაბარი რაოდენობით აიღეთ, აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნუ დაიზარებთ ნატურალური სკრაბების მომზადებას და აბეზარი თეთრი წერტილებიც უკვალოდ გქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here