ტორტი ჭიანჭველების ბუდე. რეცეპტი ჩვენი ბავშვობიდან

1092

,,ჭიანჭველების ბუდე“- რეცეპტი ბავშვობიდან. გულში ჩაღვრილი სითბო და ტკბილი მოგონებები, რომელიც დედის თბილ ხელებთან ასოცირდება. თუ ეს ნუგბარი ერთხელ მაინც გაგისინჯავთ არასდროს დაგავიწყდებათ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 400 გრ
  • შაქარი 3 ს. კ.
  • არაჟანი 4 ს. კ.
  • კარაქი 200 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ვანილი
  • ინგრედიენტები კრემისთვის:
  • მოხარშული შედედებული რძე 400 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • ნიგოზი 150-200 გრ
  • შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. ცომი ჩვეულებრივი წესის მიხედვით მოამზადეთ. მიიღებთ მაგარ მასას, რომელსაც გაყოფთ 2 ნაწილად. თითოეული გუნდა გაახვიეთ ცელოფანში და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
  2. გაციებული გუნდები მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პატარ-პატარა ბურთულები ფქვილში კარგად ამოავლეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  3. გაითვალისწინეთ, რომ ბურთულები არ უნდა შეგიერთდეთ, ამიტომ ხშირად ურიეთ. იგივე წესით დაამუშავეთ მეორე გუნდაც და გამოაცხვეთ.
  4. კრემის მოსამზადებლად კარაქი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ შედედებული რძე, შემდეგ ჩაყარეთ გამომცხვარი ბურთულები, დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და კარგად აურიეთ.
  5. მომზადებული მასა გადაიტანეთ ლანგარზე და მიეცით ჭიანჭველების ბუდის მსგავსი ფორმა. ზემოდანაც გააფორმეთ.

გირჩევთ, მოამზადოთ ეს საოცრება და გაიხსენოთ ბავშვობის ულამაზესი წლები.