ბანანის ნაზი და ჰაეროვანი ბრაუნი შაქრისა და ცხიმის გარეშე. გაჯერებული გემო და მადისაღმძვრელი არომატი

0
1079

მოამზადეთ უგემრიელესი ფქვილის, შაქრის, ცხიმის გარეშე, ბანანის გემოთი გაჯერებული დაბალკალორიული შოკოლადისა და ბანანის ბრაუნი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ბანანი 300 გრ
  • ბრინჯის ფქვილი 70 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • შაქრისშემცვლელი 10 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • კაკაოს ფხვნილი 40 გრ
  • რძე 100 გრ
  • მწარე შოკოლადი 100 გრ

მომზადების წესი:

1. აიღეთ 1 ცალ ბანანი და ჩაჭერით თასში, დაამატეთ კვერცხი, ბრინჯის ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქრისშემცვლელი, რძე და დააბლენდერეთ ან მიქსერით ათქვიფეთ.

2. მეორე ბანანი დაჭერით სიგრძეზე თხელ ნაჭრებად. აიღეთ საცხობი ფორმა, რომელშიდაც პერგამენტის ქაღალდია ჩაფენილი. ჩააწყვეთ დაჭრილი ბანანი, ზემოდან დაასხით მომზადებული მასა. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ და ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.

3. დაელოდეთ შეგრილებას და ფრთხილად მოხსენით ფორმა. ზემოდან ბანანის ნაჭრებზე მოასხით გამდნარი მწარე შოკოლადი.

ამ რეცეპტით მომზადებული ბანანის ბრაუნი დაბალკალორიული, უგემრიელესი ნუგბარია, რომელიც კიდევ უფრო გაგილამაზებთ სასიამოვნო შეხვედრას მეგობრებთან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ყველას ძალიან ასიამოვნებთ, რადგან პირსაც ჩაიტკბარუნებენ და ნაკლებ კალორიებს აითვისებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here