ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება ყველა ადამიანის ოცნებაა. საბედნიეროდ, ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებებისა და პროცედურების გარდა, ოცნების ახდენა და სასურველი შედეგის მიღება ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებითაც შეგიძლიათ.
შემოგთავაზებთ უმატივესი ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ სახის კანის დატენიანებას, კვებას, აქერცვლას, გაახალგაზრდავებას, ლაქების მოშორებას და კანის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. ნიღბების ძირითადი ინგრედიენტია გვირილა.
გვირილას აქვს ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები, რომლებიც იცავს კანს დაზიანებისგან და ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას. იგი ამშვიდებს, ატენიანებს კანს და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას.
1. მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გვირილას ჩაი 2 ს. კ.
- დაფქული შვრია 2 ს. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, მოამზადეთ გვირილის ჩაი.
- მინის თასში მოათავსეთ დაფქული შვრია, სოდა, თაფლი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ გვირილის ჩაი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა. ბოლოს შეურიეთ შაქარი.
- ნიღაბის გამოყენების წინ სახე, ყელი და მკერდის ზონა დაიბანეთ. მომზადებული მასა თანაბრად გაინაწილეთ კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
ნიღაბის შემადგენლობა დატვირთულია ისეთი ინგრედიენტებით, რომელთაც დიდი სარგებელი მოაქვს კანისთვის, მაგალითად:
შვრია მდიდარია სალიცილის მჟავით, რომელიც მოქმედებს, როგორც ექსფოლიანტი. თაფლი დამატენიანებელი საშუალებაა. იგი წმენდს დახშულ ფორებს. თეთრი შაქარი ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა.
დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ამქერცლავი თვისებებით გამდიდრებული ნიღაბი კანსთვის საოცრებებს ახდენს.
2. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გვირილას ფხვნილი (შეგიძლიათ დაფქვათ გამომშრალი ყვავილები) 1 ს. კ.
- თეთრი თიხა 1 ს. კ.
- იოგურტი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მინის თასში აურიეთ თაფლი და იოგურტი, ნელ-ნელა შეურიეთ თეთრი თიხა. ბოლოს დაამატეთ გვირილას ფხვნილი და ურევთ ერთგვაროვანი გლუვი მასის მიღებამდე.
- დაიტანეთ ნიღაბი წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და ფუნჯის ან თითების საშუალებით თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი შეგიძლიათ 5-6 დღით შეინახოთ მაცივარში.
- იოგურტი მდიდარია რძემჟავით, რომელიც შლის და აშორებს მკვდარ უჯრედებს, აახალგაზრდავებს კანს. თეთრი თიხა_ექსფოლიანტი, რომელიც მკვდარი უჯრედების გარქოვანებულ შრეს ისე მოგაშორებთ, რომ არ დარჩეს ლაქები. თაფლი ამცირებს ნაოჭებს, წმენდს ფორებს და ატენიანებს კანს.
ეს საოცარი ნიღაბი თქვენს კანს ანიჭებს ახალგაზრდობასა და ბზინვარებას.
გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღბები, თუნდაც კვირაში ერთხელ, და საოცარი შედეგით ისიამოვნეთ!