სამარხვო კერძების მომზადება არა მარტო დიასახლისებისთვის, არამედ ცნობილი მზარეულებისთვისაც კი თავსატეხია. ვიცით, რომ მარხვის დროს რძის ნაწარმის, ხორცის, კვერცხის გამოყენება არ შეიძლება.
მაგრამ ადამიანთა ფანტაზია განუსაზღვრელია და უამრავი უგემრიელესი სამარხვო ნუგბარის რეცეპტი იქნა გამოგენებული.
შემოგთავაზებთ სამარხვო შოკოლადის ორცხობილების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- ფქვილი 320 გრ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- ვანილი
- მზესუმზირის ზეთი 125 მგ
- კაკაოს ფხვნილი 3 ს. კ.
- შაქარი 4 ს. კ.
- კაკალი 100 გრ
- წყალი 125 გრ
მომზადების წესი:
1. ნიგოზი დაჭერით წვრილ ნაჭრებად ან დააბლენდერეთ.
2. აიღეთ თასი, ჩაყარეთ ნიგოზი, ფქვილი, ვანილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, კაკაო. იგრედიენტები აურიეთ და შუაში დატოვეთ ჩაღრმავებული ადგილი.
3. ჩაღრმავებულ ადგილში ჩაასხით ზეთი, კოვზით აურიეთ და თანდათან ამატეთ წყალი. ცომი უნდა გამოგივიდეთ მაგარი.
4. გააკეთეთ ცომის პატარა გუნდები და გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე.
5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ შოკოლადის ორცხობილები და გამოაცხვეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
ჩემს პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ. მე წყალთან ერთად ვამატებ 2 ს.კ. კონიაკს.
ნიგვზისა და კაკაოს არომატით გაჯერებული სამარხვო ორცხობილებით მოიხიბლებით.
სამარხვო ტკბილეული გარდა იმისა, რომ გემრიელია, ამავე დროს დიეტური და ადვილად მოსამზადებელია.