
ფინიკი ძალიან სასარგებლო ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ის შველის ყაბზობას, აწესრიგებს გულისა და ნაწლავების პრობლემებს, უებარი წამალია ანემიის, დიარეასა და სექსუალური დარღვევების სამკურნალოდ.
ფინიკი აგრეთვე ძალიან სასარგებლოა წონის კორექციისთვის. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოებით, რომლებიც აუილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ფინიკი შაქრის ბუნებრივი წყაროა.
მიირთვით დღის განმავლობაში 3 ცალი ფინიკი და დააკვირდით რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი ორგანიზმისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ფინიკი, ეს საოცრად გემრილი და ტკბილი ხილი გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით. ის შეიცავს ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, კალიუმს, რიბოფლავინს, ნიაცინს, თიამინს, ფოლატს, A და K ვიტამინებს.
1. ფინიკი წარმოადგენს რკინის საკმაოდ დიდ წყაროს
ფინიკი განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან იგი შეიცავს რკინას. რკინის რეკომენდებული დოზის 10%-ს შეიცავს 100 გრ ფინიკი.
რკინა აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის, რადგან მას გადააქვს ჟანგბადი სისხლში და ის განსაკუთრებით საჭიროა ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.
მიირთვით ეს საოცრი ხილი და დაივიწყეთ სისუსტე, დაღლილობა და სიზარმაცე, რადგან ფინიკი აგავსებთ ენერგიითა და ძალით.
2. ძვლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
მინერალებს, რომლებიც ამ საოცარი ხილის შემადგენლობაშია, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თქვენი ძვლების ჯანმრთელობისთვის. ის ებრძვის ისეთ დავადებას, როგორიცაა ოსტეოპაროზი. ის აძლევს ძვლებს სწორად განვითარების საშუალებას. განსაკუთრებით კი აუცილებელია ხანშიშესული ადამიანებისათვის, რომელთა ძვლები სპილენძის, სელენისა და მაგნიუმის მომატებული დონის გამო სუსტდება.
3. ვიტამინები თვალებისთვის
ფინიკი შეიცავს ვიტამინებს ლუთეინსა და ზეაქსტანინს, რომელიც აუცილებელია თქვენი მხედველობისთვის.
4. კურნავს კუჭის აშლილობას
ფინიკი შეიცვს კალიუმს. რომელიც შველის დიარეას. ეს ხილი ექსკრეტორულ სისტემას აძლევს ნორმელურად ფუნქციონირების საშუალებას.
5. შველის ყაბზობას
ფინიკი გაგანთავისუფლებთ ყაბზობისგან. რამდენიმე ფინიკს დაასხით 1 ჭიქა წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით კი მიირთვით.
მომზადებული ნაყენი თქვენს ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან და აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას.
6. არეგულირებს წონას
ფინიკი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებლი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, რაც ხელს უწყობს წონის კორექციას.
დაიმახსოვრეთ, რომ ფინიკის დიდი დოზით მიღება არ არის სასურველი, შეიძლება წონაში მოიმატოთ, რადგან მასში შაქრის ჭარბი რაოდენობაა. 1 კგ ფინიკი შეიცავს 3000 კალორიას.
7. ჯანმრთელი გული
ფინიკი სასარგებლოა თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. ამისთვის საღამოს რამდენიმე ფინიკს დაასხით ცოტა წყალი და დილით წყლით გაჯერებული ნაყოფი შეჭამეთ.
ფინიკი შეიცავს კალიუმს, რომელიც ამცირებს ინსულტისა და გულის სხვა დაავადებათა რისკს.
8. წნევის დამწევი
5-6 ფინიკი შეიცავს 80 მგ მაგნიუმს, რომელიც ძალიან სასარგებლოა თქვენი სისხძარღვებისთვის. კვლევებმა ცხადყო, რომ თუ ყოველდღიურად მიიღებთ 370 მგ მაგნიუმს, არტერიული წნევა დაიწევს.
9. ინსულტის პრევენცია
კალიუმის წყალობით ფინიკი აუმჯობესებს თქვენ ნერვიულ სისტემას.
გამოკვლევბის შედეგად დადასტურებულია, რომ თუ დღის განმავლობაში მიიღებთ 400 მგ კალიუმს ინსულტის რისკი 40 %-ით შემცირდება.
10. სასარგებლოა ტვინისთვის
ფინიკის შემადგენლობაში შემავალი ფოსფორი თქვენი ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა.
11. ენერგიის წყარო
იმისათვის, რომ იყოთ ენერგიული, რამდენიმე ფინიკს დაასხით რძე. თქვენ მიიღებთ ბუნებრივ ენერგეტიკულ სასმელს გაჯერებულს გლუკოზითა და ლაქტოზით.
12. სექსუალური დისფუნქცია
ფინიკი დაგეხმარებათ სექსუალური უძლურებისგან განკურნებაში. ამისათვის აიღეთ რამდენიმე ფინიკი, დაასხით თხის რძე და დატოვეთ მთელი ღამით. დილით დაამატეთ თაფლი, ცოტა კარდამონი და დალიეთ.
ფინიკი აუცილებელი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა თქვენი ჯანმრთელობისათვის.
მიირთვით ეს უგემრიელესი ნაყოფი და უზრუნველყავით თქვენი ჯანმრთელობა.