ასპირინის ნიღაბს რეგულარულად ვიკეთებ, რათა ჩემი კანი თავისუფალი იყოს ლაქებისა და სხვა კოსმეტიკური დეფექტებისგან

კანის აღსადგენად კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ გაიკეთებთ ასპირინის აღმდგენ ნიღაბს. ნიღაბი ხსნის სიწითლეს და ათანაბრებს კანს, გვეხმარება კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაში და კანის ზედა ფენების განახლებაში.

საჭირო იგრედიენტები:

  • ასპირინი 2 აბი
  • ცოტა წყალი
  • ნატურალური თაფლი 1 ჩ. კ.

ნიღბის მოსამზადებლად დაფხვენით ასპირინი, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალი, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, და შეურიეთ ნატურალური თაფლი. ნიღაბი შეიზილეთ სახეზე, დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ შამოიბანეთ.

მოერიდეთ კანს თვალების გარშემო, რადგან ის სხეულის ამ მიდამოში ძალიან ნაზი და მგრძნობიარება. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.

შედეგით აღფრთოვანდებით. კანი აღდგება, გათანებრდება, ფორებისგან გათავისუფლდება და შავი წერტილებიც გაგიქრებათ.

თუ ეს ინფორმაცია მოგეწონათ და სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!