ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნიორი სასარგებლო პროდუქტია. მას მსოფლიოს ყველა სამზარეულოში იყენებენ. იგი არა მარტო საოცარ გემოს ჰმატებს კერძებს, აგრეთვე ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის.
უმჯობესია, ნიორი გამოვიყენოთ ნედლი ფორმით.
ეს ნატურალური პროდუქტი დაგიწევთ წნევას, დაგირეგულირებთ ქოლესტერინის დონეს, თავიდან აგაცილებთ გულის შეტევასა და იშემიურ დაავადებებს. შეაჩერებს ათეროსკლეროზის მოქმედებას.
ნიორი საუკეთესო საშუალებაა გრიპის, ცხელების, დიარეას, სოკოვან ინფექციებს, მწერების ნაკბენების, დიაბეტის, ოსტეოართრიტისა და გადიდებული პროსტატის ჯირკვლის სამკურნალოდ.
ადამიანებმა იმუნიტეტის გასაძლირებლად ყოველდღიურად უნდა გამოიყენონ ნიორი. მას შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ტოქსინები და ცხიმების დაკარგვაში დაგვეხმაროს.
ნიორი ხელს უწყობს წონის დაკარგვას.
როგორ გამოვიყენოთ ნიორი?
ის აუცილებლად უნდა მივიღოთ უზმოზე, რადგან თუ კუჭი გადატვირთულია საკვებით, მას არ შეუძლია ყველა ნივთიერების დამუშავება და ათვისება.
ნიორი და თაფლი
პირველ რიგში ნივრის 3-4 კბილი დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეურიეთ 1 ს. კ. თაფლი.
იმისთვის რომ იყოთ ენერგიული, ჯანმრთელი და გქონდეთ კარგი აღნაგობა თაფლისა და ნივრის ნაზავი მიიღეთ ყოველდღიურად.