შემოგთავაზებთ გემრიელი და ნოყიერი, წიწიბურასა და კარტოფილის კატლეტების რეცეპტს. ასეთი საუზმე ან სადილი არა მხოლოდ ნოყიერი, არამედ სასარგებლოცაა.
კატლეტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წიწიბურა 1 ჩ. ჭ.
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- კარტოფილი 2 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- მწვანილი: ქინძი, კამა, ოხრახუში (თქვენთვის სასურველი რაოდენობით)
- მარილი, შავი პიმპილი
- კვერცხი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
მომზადების წესი:
- 1 ჩ. ჭ. წიწიბურას დაასხით 2 ჩ. ჭ. წყალი და მოხარშეთ. კარტოფილი გაახვიეთ ფოლგაში და ღუმელში გამოაცხვეთ.
- ხახვი დაჭერით და ცოტა ცხიმში მოთუშეთ, დაამატეთ გახეხილი სტაფილო და თუშვა გააგრძელეთ.
- წიწიბურა და მოთუშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. მომზადებულ მასას დაამატეთ გახეხილი კარტოფილი, დაჭრილი მწვანილი, თუ გსურთ, დაამატეთ თქვენთვის სასურველი სანელებელი, მარილი, შავი პიმპილი, ჩაახალეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.
- ამ მასისგან გამოხელეთ კატლეტები და ამოავლეთ საფენელში (გამხმარი პურის ფხვნილი).
- კატლეტები ორივე მხრიდან 5-5 წუთი შეწვით და ჯერ ხელსახოცზე დააწყვეთ, შემდეგ კი ლანგარზე გადაიტანეთ.
უგემრიელესი ვახშამიც მზად არის. კიდევ ერთ პატარა რჩევას მოგცემთ. შეგიძლიათ სურვილისამებრ დაამატოთ მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, თქვენთვის სასურველი მწვანილი (ტარხუნაც ძალიან უხდება), ცოტა ნიორი. გიყვართ სოკო? მაშინ დაამატეთ შემწვარი და წვრილად დაჭრილი სოკო.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!