აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ყოველდღიურად მიირთმევთ თაფლს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ისეთი პროდუქტის პოვნას, რომელიც გემრიელია და თანაც ჩვენს ორგანიზმს აჯანსაღებს. სწორედ ასეთ ელემენტს წარმოადგენს თაფლი. ნახეთ როგორი დადებითი ეფექტების მოხდენა შეუძლია მას თქვენზე, თუკი ყოველდღე შეჭამთ ამ გემრიელ პროდუქტს:

სუფთა კანი

თაფლი იდეალური ანტიოქსიდანტია, რის გამოც მისი რეგულარული ჭამა ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს. მისი ანტიბაქტერიული თვისებები ასევე კანსაც უბრუნებს ჯანსაღ მდგომარეობას.

ზემდეტი წონის დაკლება

თაფლი თქვენს მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, რაც მთავარია წონის კლების პროცესის დროს. ასევე მასში შემავალი შაქარი ნეგატიური ეფექტებით არ გამოირჩევა.

ქოლესტეროლის დაბალი დონე

თაფლი ქოლესტეროლს საერთოდ არ შეიცავს და თანაც იგი ისეთი ვიტამინებითაა მდიდარი, რომელიც ორგანიზმში ქოლესტეროლის დონის დაწევაში დაგეხმარებათ.

უფრო ძლიერი გული

თაფლის შემადგენლობაში მყოფი ანტიოქსიდანტები არტერიების შევიწროვების პრევენციას ახდენენ. ამით ის გიცავთ თავის ტკივილებისგან, გულის უკმარისობისგან და მეხსიერების გაუარესებისგან.

უკეთესი მეხსიერება

კვლევების მიხედვით თაფლი ებრძვის სტრესს, აღადგენს უჯრედების ანტიოქსიდანტურ დაცვის სისტემას და ამის დახმარებით აუმჯობესებს მეხსიერებასაც. ასევე თაფლში არსებული კალციუმი აუცილებელი ელემენტია ტვინის ფუნქციონირებისათვის.

უკეთესი ძილი

თაფლში არსებული შაქარი სისხლში ინსულინის რაოდენობას ზრდის, რაც სეროტონინის გამოყოფას იწვევს. სეროტონინი მელატონინად გარდაიქმნება, რაც ხარისხიანად გამოძინებაში გეხმარებათ.

უფრო ჯანსაღი მუცელი

თაფლი ძლიერი ანტისეპტიკია, რის გამოც მისი ცარიელ მუცელზე მირთმევა მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისგან დაგიცავთ. იგი ანადგურებს ბაქტერიებს და კურნავს მცირე ნაკაწრებს ნაწლავების ლორწოვან გარსში.

ნერვული სისტემის დამშვიდება

თაფლში არსებული გლუკოზა აუცილებელი ელემენტია ნეურონების მუშაობისათვის. იგი მალე აღიქმება სისხლის მიერ და ამის წყალობით იწვევს დამშვიდებასა და ფსიქოლოგიური პრობლემების შემსუბუქებას.