თქვენი ბისკვიტი ნაზი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, იხელმძღვანელეთ მარტივი ინსტრუქციით

1083

ეს საოცრება, რომლის მომზადებასაც გირჩევთ, საერთოდ არ არის მშრალი, ამიტომ შეგიძლიათ მიირთვათ კრემის გარეშე. ბევრად უფრო გააგემრიელებთ თუ მოაყრით გატარებულ ნიგოზს, გახეხილ შოკოლადს ან თქვენი ფანტაზიისა და გემოვნების წყალობით გამოიყენეთ კაკოს ფხვნილი, შოკოლადის მინანქარი, ქოქოსის ფანტელები და სხვა გემრიელობები.

დამერწმუნეთ თუ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით, მოამზადებთ ჰაეროვან, ნაზ ბისკვიტს და ყველას აღაფრთოვანებთ.

საჭირო იგრედიენტები:

  • ფქვილი 1 ჭიქა
  • კვერცხი 5 ცალი
  • კვერცხი (ცილა) 1 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • გამაფხვირებელი 2,5 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვით
  • წყალი 140 გრ
  • ლიმონმჟავა მეოთხედი ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 90 მლ

მომზადების წესი:

  1. აიღეთ 2 თასი და ცალ-ცალკე გამოყავით გული და ცილა.
  2. ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, სოდა და 150 გრ-მდე შაქარი.
  3. ფქვილის ნაზავს დაამატეთ კვერცხის გულები, წყალი და შეურიეთ. შემდეგ დაამატეთ ზეითუნის ზეთი და ათქვიფეთ მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. 5 კვერცხის ცილას დაამატეთ 1 კვერცხის ცილა და მიქსერით კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაამატეთ ლიმონმჟავა და დარჩენილი შაქარი.
  5. ცილის მასა დაამატეთ მომზადებულ მასას და ფრთხილად აურიეთ სპატულათი.
  6. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრ ტემპერატურაზე, 45 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ ჰაეროვანი, უგემრიელესი დესერტი და ისიამოვნეთ.