ასპირინის გამოყენების ათი ალტერნატიული ხერხი. თეთრი აბი მრავალი პრობლემის გამკლავებაში მეხმარება

ასპირინი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უძლირეს, ფართოდ გავრცელებულ სამკურნალო საშუალებად. იგი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა და მას ადამიანები სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

1. მწერების ნაკბენები

გამოიყენეთ ასპირინი მწერის ნაკბენის სამკურნალოდ და თავიდან აირიდეთ ინფექციის ჩამოყალიბება.

1 აბი ასპირინი დაფხვენით და გახსენით წყალში და დაიდეთ ნაკბენზე. მალე იგრძნობთ ტკივილის შემსუბუქებას.

2. ასპირინი მკლავქვეშ არსებული მუქი კანის წინააღმდეგ

მკლავქვეშ მუქი კანი ფართოდ გვრცელებული პრობლემაა. ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ამ ესთეტიკურად უსიამოვნო პრობლემას, რაც დიდ გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე. ასპირინის გამოყენებით შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას.

2 აბი ასპირინი გახსენით ½  ფინჯან თბილ წყალში. მომზადებული ხსნარი შეიზილეთ იღლიებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. შემდეგ კი კარგად დაიბანეთ. პროცედურა შეგიძლიათ ყოველდეღე გაიმეოროთ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

3. ასპირინი ქერტლის წინააღმდეგ

დაფხვენით 2 აბი ასპირინი და დაამატეთ თქვენს შამპუნს,  ჩვეულებრივ დაიბანეთ და მოიშორეთ ქერტლი.

4. გამორიცხავს აკნეს

ასპირინი ეფექტურად უმკლავდება კანის პრობლემებს, რადგან ის სალიცილის მჟავას შეიცავს.

1 აბი ასპირინი დაფხვენით, დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი და აურიეთ. მომზადებული მასა დაძინებამდე დაიტანეთ დაზიანებულ კანზე და სამოქმედოდ დილამდე დაიტოვეთ. დილით სახე ცივი წყლით დაიბანეთ. პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ. ეს მეთოდი არ გამოიყენოთ თუ კანი გაღიზიანებულია.

5. ასპირინი ოფლის ლაქების წინააღმდეგ

თქვენს საყვარელ სამოსს ოფლის ლაქებს მარტივად მოაშორებთ. 2 აბი ასპირინი დაფხვენით  და გააზავეთ ½ ფინჯან თბილ წყალში. ხსნარი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და მთელი ღამით დატოვეთ. დილით კი სამოსი  ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

6. კოჟრების საწინააღმდეგო საშუალება

თუ ფეხებზე კოჟრები გაქვთ არ ინერვიულოთ. ასპირინი საოცრებებს ახდენს. 7 აბი ასპირინი დაფხვენით და დაამატეთ ½ ფინჯანი ლიმონის წვენი. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალიც და მომზადებული ნარევი შეიზილეთ კოჟრებზე, შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი და ამოიცვით პარკი. დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ კოჟრები პემზის ქვით გაიხეხეთ. პროცედურა შეგიძლიათ ყოველ დღე გაიმეოროთ, სანამ არ შეატყობთ, რომ კოჟრები გაგიქრათ.

7. სახის ნიღბები

ასპირინის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის წყალობით გაიწმენდთ კანს. 5 აბი ასპირინი დაფხვენით და კარგად აურიეთ 2 ს. კ. ნატურალურ მაწონში. ნიღაბი წაისვით სახეზე და სამოქმედოდ 20 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი მალამო. პროცედურები ჩაიტარეთ 2 კვირის განმავლობაში.

8. ასპირინი საპნის ქაფის ლაქების წინააღმდეგ

აბაზანის ირგვლივ კედლებზე ხშირად ჩნდება საპნის ლაქები, რომლებიც უსიამოვნო დასანახი და ამავე დროს რთულად მოსაშორებელია.

5 აბი ასპირინი დაფხვენით და გაურიეთ საწმენდ სითხეში. მომზადებული ნარევით გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები და 30 წუთი გააჩერეთ. შემდეგ კი ტენიანი ქსოვილით გაწმინდეთ და მოაშორეთ საპნის ქაფის ლაქები.

9. თმას მბზინვარებას ანიჭებს

დროთა განმავლობაში თმა კარგავს მოცულობასა და მბზინვარებას, მაგრამ ასპირინის წყალობით თმას დაუბრუნებთ სილამაზეს.

8 აბი ასპირინი დაფხვენით და აურიეთ 1 ჩ. ჭ. წყალში. ნარევი შეიზილეთ თმის ძირებზე და დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. შემოთავაზებული ნიღაბის წყალობით თმას დაუბრუნეთ მბზინვარებასა და მოცულობას. დაამატეთ შამპუნს 5 აბი ასპირინი და იზრუნეთ თქვენი თმის სილამაზეზე.

10. უხანგრძლივებს თქვენს ყვავილებს სიცოცხლეს

ყვავილები დიდხანს იცოცხლებს, არ დაჭკნება და სილამაზით დაგატკბობთ. ვაზას დაამატეთ 1 აბი დაფხვნილი ასპირინი.

ასპირინი ეს საოცრებაა, რომელიც გაგიმარტივებთ და გაგილამაზებთ ცხოვრებას.