ოცნებობთ, რომ სახის კანზე არსებული თეთრი წერტილებისგან გათავისუფლდეთ. ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და გაეცანით 7 ნატურალურ საშუალებას, რომელიც ოცნებას რეალობად გიქცევთ.
თქვენ შეამჩნიეთ თეთრი წერტილები სახეზე, რომელიც არ არის გამონაყარი და არ ახასიათებს ქავილი. ეს მილიებია, იგივე თეთრი წერტილები, რომლებიც ფარავს ცხვირსა და ლოყებს.
თეთრი წერტილები ძირითადად უჩნდებათ ჩვილებს, მაგრამ არცთუ ისე იშვიათია მოზრდილებშიც.
შემოგთავაზებთ თეთრი წერტილების მოსაშორებელ უსაფრთხო გზებს.
როგორ ჩნდება მილიები-როდესაც ადამიანის ორგანიზმში არსებული კერატინი, ხვდება კანის გარე ფენის ქვეშ. მოზრდილებში თეთრი წერტილების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობამ, მზის სხივებმა, სტეროიდული მალამოების გამოყენებამ და ლაზერულმა მკურნალობამ.
აი, 7 საშუალება, რომლებიც სწრაფად და ეფექტურად გაგათავისუფლებთ მილიებისგან.
შვრიის ფაფა
სახლის პირობებში მოამზადეთ სკრაბი. აიღეთ 1 ს. კ. გრანულებიანი შაქარი, ამავე რაოდენობის თაფლი 3 ს. კ. შვრია და შეურიეთ. სკრაბი მზადაა, რომელიც შეგიძლიათ გაოიყენოთ ყოველ დღე. ის დაგეხმარებათ ფორების გათავისუფლებასა და თეთრი წერტილების გაქრობაში.
სახის დაორთქვლა
ეს ძალიან მარტივი საშუალებაა, რომელიც გაგითავისუფლებთ ფორებსა და მკვდარ უჯრედებს. აიღეთ ტილო, დაატენიანეთ ცხელი წყლით, გაწურეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიფინეთ სახეზე. საუკეთესო შედეგის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.
თაფლი
თაფლი ხელს უწყობს დატენიანებას, ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. თაფლი შეიზილეთ სახეზე, დააყოვნეთ 15-20 წუთი. საუკეთესო შედეგისათვის პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე.
პომიდვრის წვენი
პომიდვრის ნაჭერს დააყარეთ შაქარი და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. C ვიტამინი, რომელიც პომიდვრის შემადგენლობაშია, თქვენს კანზე არსებულ თეთრ წერტილებს გააქრობს. პროცედურა გაიმეორეთ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
აბუსალათინის ზეთი
1 ჩ. კ. აბუსალათინისა და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შაქარი და ლიმონი
სასურველია კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ კანის აქერცვლის პროცედურა. გრანულებიან შაქარს დაასხით რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, შეიზილეთ სახეზე, განსაკუთრებით კი-დაზიანებულ ადგილებზე და კარგად ჩამოიბანეთ.
ჩაის ხის ზეთი
ეს ნატურალური იაფი საშუალება, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია, საოცრად ეფექტურია თეთრი წერტილების გასაქრობად. ძილის წინ ჩაის ხის ზეთი ფრთხილად შეიზილეთ სახეზე, დაიტოვეთ და დილით კარგად ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაემშვიდობეთ არასასურველ თეთრ წერტილებს.