თუკი მთელ სხეულში ტკივილები გაწუხებთ და არ იცით ამის მიზეზი? ეს შეიძლება ჩვეულებრივ დაღლილობაზე უფრო სერიოზული პრობლემით იყოს გამოწვეული. მას ფიბრომიალგია ეწოდება და მისტიკურ დაავადებას წარმოადგენს, რომლის არსზეც ექიმები ჯერ კიდევ ბჭობენ. მისი გაჩენის დროს მთავარია თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა დაიწყოთ ყოველდღიურად.
სიმპტომები:
- გამუდმებული ტკივილები 3 თვეზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში
- გაუარესებული დაღლილობა და სახსრების სიუხეშე დილაობით
- დარღვეული ძილის რეჟიმი
- სხეულის ზოგიერთ ნაწილში სხვებთან შედარებით უფრო მკვეთრი ტკივილი
- გამუდმებული თავის ტკივილები
- ძალიან მტკივნეული მენსტრუაციული პერიოდები
- კუჭში გასვლის ან მოშარდვის დროს დისკომფორტი
- თქვენი ორგანიზმი რეაგირებს ცივ და ცხელ ამინდზე, მკვეთრ სუნზე და ხმაურზე
- სხეულის ტემპერატურის აწევა უმიზეზოდ
- მოულოდნელი შეგრძნებები გაჩენა კიდურებში: დაბუჟება, წვა, შეშუპება და ა.შ
- კონცენტრაციის ხშირი პრობლემა
- გამუდმებით გაღიზიანებულ და დეპრესიულ ხასიათზე ყოფნა
მითები
ეს დაავადება კი არა, უბრალო სუბიექტური შეგრძნებებია:
რეალურად პირიქით ფიბრომიალგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებაა. თუმცა, ჯერჯერობით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს მის შესახებ და ექიმებმა არ იციან რა იწვევს მას.
ეს მხოლოდ მოხუცებულ ქალებს ემუქრებათ:
ეს მართალი არაა, რადგან მისით შეიძლება ბავშვებიც კი დაავადნენ. ამ დაავადების დიაგნოზს ასევე ყველაზე ხშირად 20 წლიდან 50 წლამდე ასაკში მყოფ ადამიანებს უსვავენ. სტატისტიკურად ეს დაავადება ქალებში უფრო მეტად ჭარბობს, თუმცა იგი მამაკაცებსაც ემართებათ.
სიტუაცია ცუდი არაა, რადგან ტკივილის გაძლება შეგიძლიათ:
ტკივილების გართულებამ შესაძლოა ინვალიდობამდე მიგიყვანოთ. ასევე არსებობს იმის რისკიც, რომ ფიბრომიალგია ინსულტის რისკს გაზრდის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებში.
რა უნდა გავაკეთოთ
პირველ რიგში გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია:
მხოლოდ ექიმს შეუძლია იმის დადგენა, მართლა ფიბრომიალგია გაწუხებთ თუ არა.
წამლების თერაპია:
ასეთი დაავადების ქონის დროს როგორც წესი ანთების საწინააღმდეგო წამლების და ანტიდეპრესანტების გამოწერა ხდება ექიმების მიერ.
ფიზიკური აქტივობა, მასაჟი და სხვა პროცედურები:
ამან შეიძლება აღადგინოს თქვენი სხეულის ელასტიურობა. სპორტი ასევე პოზიტიურ ეფექტებს მოგიტანთ, თუმცა ზომიერი ნორმით. ასეთ დროს იოგა და ცურვა საუკეთესო არჩევანია.
ემოციური ბალანსის აღდგენა:
ყველაფერი, რაც გათავისუფლებთ ნეგატიური ხასიათისგან და დეპრესიისგან, პოზიტიური ეფექტის მქონეა. ექიმების მიხედვით ცხოველების თერაპიასაც კი შეუძლია ამ დაავადების სიმპტომების შემცირება.
ტკივილის წერტილების რუკა:
დააწექით მონიშნუ წერტილებს: ამით გამოწვეული ტკივილი ყრუ და ზედაპირული უნდა იყოს, ხოლო მისი ფოკალური არე დიდი არაა. დაავადების ყველაზე დიდი ნიშანი ამ წერტილების სიმეტრიულ ზოლზე განლაგებაა. თუკი ყველაფერი ემთხვევა აღნიშნულ სიმპტომებს, მაშინ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.