კრასულა, იგივე ბარაქის ხე, ძალიან ლამაზი მცენარეა. ამბობენ, რომ ამ მცენარეს ბარაქა მოაქვს, ამიტომ მას ,,ფულის ხესაც“ ეძახიან.
თანამედროვე მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ფლავონოიდებით, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით მდიდარი ფოთლის წვენი და რბილობი. ბარაქის ხე სამკურნალო თვისებებით მხოლოდ ალოე ვერას ჩამოუვარდება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ამ საოცარი მცენარის გამოყენების რამდენიმე წესს:
1. დამწვრობები, სისხლჩაქცევები, ჭრილობები
უბრალოდ ფოთლის რბილობი წაისვით დაზიანებულ ადგილზე, დაიდეთ საფენი და შეიხვიეთ. საფენი გამოიცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
2. ართრიტისა და ართროზის სამკურნალოდ
დაგჭირდებათ ბარაქის ხის 10-15 ფოთოლი. გამოწურეთ წვენი და ძილის წინ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე.
3. ყელის ტკივილი, ტონზილიტი
გამოწურეთ 10 ფოთლი და წვენი გახსენით 200 მლ თბილ წყალში. მომზადებული სავლები დღეში 3-5-ჯერ გამოივლეთ ყელში.
4. ტუჩის ჰერპესი
ყოველ 30 წუთში ერთხელ კრასულას ფოთლის წვენი წაისვით ტუჩებზე ან ბამბის ტამპონი გააჯერეთ წვენით და დაიდეთ დაავადებულ ადგილზე.
5. პეპტიური წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყოველდღიურად ჩაღეჭეთ ბარაქის ხის 2 ფოთოლი, მთლიანად დააქუცმაცეთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ.
6. პიელონეფრიტი, ცისტიტი
ამ შემთხვევაში ბარაქის ხის 5 ფოთოლი დაჭერით წვრილად, დაასხით 200 მლ თბილი წყალი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ სასმელი გაფილტრეთ და თითო-თითო ს. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
7. ბუასილი
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ფოთოლი ჩაჭერით რამდენიმე ადგილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. დაუყონებლივ იგრძნობთ ტკივილის შემსუბუქებას.
უკუჩვენება: მოცემული საშუალება გამოიყენეთ ზომიერად, დოზას არ გადააჭარბოთ, რადგან შეიძლება მოჰყვეს ღებინება, დიარეა.
არ შეიძლება კრასულას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!