კანზე ყავისფერი ლაქების წარმოქმნა დაკავშირებულია ისეთ ჰორმონებთან, როგორიცაა ესტროგენი და პროგესტერონი. ისინი ხელს უწყობს მელანინის გამომუშავებას. სწორედ, ეს არის პიგმენტი, რომელიც იწვევს კანზე ყავისფერი ლაქების გაჩენას.
მოცემული პრობლემის წინაშე ყველაზე ხშირად დგანან შავგვრემანი და მუქი კანის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, ყავისფერი ლაქების წარმოქმნას იწვევს სტრესი, ზოგიერთი მედიკამენტი, კოსმეტოლოგიური საშუალებები, ორსულობა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ასევე მემკვიდრეობითობა.
ამ პრობლემის გადასაჭრელად მრავალი პროფესიული მკურნალობა არსებობს. გარდა ამისა, არსებობს ბუნებრივი, უმარტივესი და ბიუჯეტური საშუალებებიც, რომელთა წყალობითაც შეძლებთ უსიამოვნო ლაქებისგან გათავისუფლებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა შემადგენლობა დატვირთულია ბუნებრივი ინგრედიენტებით.
1. ბანანი
მწიფე ბანანი დაჭყლიტეთ და კარგად შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე. სამოქმედოდ დაიყოვნეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 4-ჯერ. შედეგად, ლაქები დაკარგავს ინტენსივობას და თითქმის უხილავი გახდება.
2. ბადრიჯანი
მწიფე ბადრიჯნის რბილობი გაატარეთ. მიღებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
3. კვერცხი
კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ფუნჯით წაისვით კანზე დილა-საღამოს. შედეგად მუქი ლაქები მნიშვნელოვნად მცირდება.
4. რძე, ლიმონი და თაფლი
მუქი ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბის მოსამზადებლად აურიეთ 2 ჩ. კ. ლიმონის წვენი, 4 ჩ. კ. თაფლი და 2 ჩ. კ. რძის ფხვნილი. მიღებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით ნატურალური იოგურტი, გაიჩერეთ 10 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
5. ხახვი და ძმარი
გაატარეთ ხახვი, დაამატეთ ცოტა ვაშლის ძმარი ისე, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა. ნიღაბი წაისვით ლაქებზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.
6. კურკუმა
რკუმა გაჯერებულია ანტიოქსიდანტური თვისებებით და ხელს უწყობს კანის გაღიავებას. აურიეთ 5 ჩ. კ. კურკუმა და 10 ჩ. კ. რძე. ნიღაბი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ საღამოს, ძილის წინ.
7. ალოე ვერას წვენი
ალოე ვერაში არსებული ლორწოვანი პოლისაქარიდები, ამცირებს კანის პიგმენტაციას, მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს. ალოეს ახალგამოწურული წვენი შეიზილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი.
8. შვრია
შვრია საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა და ეფექტურად გამოიყენება ყავისფერი ლაქების გასაღიავებლად. ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჩ. კ. რძე, 2 ჩ. კ. შვრია და 1 ჩ. კ. თაფლი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ ნარჩენები კარგად ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენთვის სასურველი ზეთი ან კრემი.
სათანადო მკურნალობის შემდეგ, ყავისფერი ლაქები ჩვეულებრივ ქრება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლაქები შეიძლება კვლავ გაჩნდეს, ამიტომ დაიცავით კანი მზის ინტენსიური ზემოქმედებისგან და ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ კვებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები და შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს.