დღეში 15 წუთიანი პროცედურა თქვენს კანს რამდენიმე წლით გააახალგაზრდავებს

გაიკეთეთ კვირაში 2-3 -ჯერ სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. მოცემული რეცეპტებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და იზრუნეთ თქვენი სახის კანის სილამაზეზე. და ყველა ქალის ოცნება რეალობად იქცევა.

1. შვრიის ფანტელების ნიღაბი

3-4 ს. კ. შვრიის ფანტელი დაალბეთ ცხელ რძეში ან ნაღებში. მომზადებული მასა დაიტანეთ სახეზე და თანაბრად გაანაწილეთ. 15-20 წუთის შმდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი დაგირბილებთ გამომშრალ და გაუხეშებულ კანს.

2. კეფირის ნიღაბი

აიღეთ 100-200 მლ ცხიმიანი კეფირი ან არაჟანი, ან ნაღები. სასურველი საშუალება წაისვით სახეზე, დაიტოვეთ 15-20 წუთი და კეფირი დაიმატეთ ხოლმე, ხოლო თუ აირჩიეთ არაჟანი ან ნაღები, მაშინ დამატება არ დაგჭირდებათ, რადგან თავიდანვე ამ პროდუქტების სქელი ფენა უნდა წაისვთ.

3. ხაჭოს ნიღაბი

  • ხაჭო 2 ს. კ.
  • სტაფილოს წვენი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

ყველა იგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ, სქლად წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. თაფლის ნიღაბი

  • თაფლი 2 ს. კ.
  • შვრიის ფანტელი 1 ს. კ.
  • რძე 2 ჩ. კ.

მოცემული იგრედიენტები აურიეთ და გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ თაფლის უკუჩვენება ალერგიაა.

5. ბანანის ნიღაბი

აიღეთ 1 ცალი საშუალო ბანანი, დაჭყლიტეთ და დაამატეთ 1 ჩ. კ. მკვებავი კრემი, 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი. იგრედიენტები კარგად აურიეთ და წისვით სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დამერწმუნეთ, საშინაო ნიღბები და თავის მოვლის საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია.

შემოგთავაზებთ სახის გასაწმენდი საშუალებების რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია ნატურალური პროდუქტებით.

მშრალი კანისთვის ეფექტურია გვირილა, ცაცხვი, ასკილისა და ვარდის ფურცლები.

ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია კალენდულა, სალბი, ვირისტერფა, ათასფურცელა.

მომზადების წესი:

აიღეთ 1 ს. კ. გამხმარი და დაფქვილი, ჩამოთვლილთაგან  თქვენთვის საურველი და ხელისაწვდომი საშუალება, დაამატეთ 100 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ ერთი საათი და დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ სახე.

ცხიმიანი კანისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ მრავალკომპონენტიანი ნიღაბი:

  1. თანაბარი რაოდენობით აიღეთ გახეხილი ავოკადო, კეფირი და ალოეს წვენი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 5-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  2. აიღეთ თანაბარი რაოდენობით რძე, ახალგამოწურული ფორთოხლისა და ყურძნის წვენი. მოცემული იგრედიენტები აურიეთ, წაისვით სახეზე და 10-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. ცხიმიანი კანისთვის თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და დაფხვნილი შვრიის ფანტელი. მომზადებული მასა სქლად წაისვით სახეზე, 1 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ და 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით აღმდგენი კრემი.

გირჩევთ, გამოიყენოთ ეს საოცარი, ნატურელური იგრედიენტებით გაჯერებული ნიღბები და დატკბით თქვენი ახალგაზრდული იერით.