
ქუსლებზე კანის გამოშრობას შედეგად მოჰყვება კანის გაუხეშება, გარქოვანება, თანდათან ჩნდება ბზარები და ნახეთქები. გირჩევთ, რეგულარულად გამოიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი საცხები და აირიდოთ მოსალოდნელი გართულებები.
შემოგთავაზებთ უმარტივესი, ბიუჯეტური ინგრედიენტებით მომზადებული სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კოჟრების, ქუსლებზე არსებული ბზარებისა და ნახეთქების შეხორცებას, დაირბილებთ ქუსლების კანს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 10 აბი
- სპირტი 70%-იანი 250 მლ
მომზადების წესი:
- სპირტი ჩაასხით პატარა ბოთლში. ასპირინი დაფშხვენით წმინდად, ჩაყარეთ სპირტში და ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. გააჩერეთ 1-2 დღე და შემდეგ გამოიყენეთ.
- ყოველ საღამოს ბამბის ტამპონი გააჯერეთ მომზადებული ნარევით, გამოყენებამდე ბოთლი აუცილებლად შეანჯღრიეთ, და წაისვით დაზიანებულ ქუსლებზე, კოჟრებზე. შემოიხვიეთ ცელოფანი და ამოიცვით წინდა. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
- 10-15 პროცედურის შემდეგ მოიშორებთ კოჟრებს, ბზარებს. ქუსლებზე კანი გაგიხდებათ გლუვი, რბილი და თამამად შეძლებთ ღია ფეხსაცმლის ჩაცმას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!