სტატიაში შემოგთავაზებთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის საშინაო პირობებში შესაძლებელ მეთოდს, რომლის წყალობითაც მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
მეთოდი უმარტივესია- მიიღეთ ინგლისური მარილით გაჯერებული აბაზანები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ამ საოცრად ეფექტური საშუალების შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
ინგლისური მარილი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. იგი მდიდარია ბუნებრივი მინერალური შემადგენლობით, მაგნიუმის სულფატით. უებარია სხეულის დეტოქსიკაციისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას.
მაგნიუმს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. ის ამშვიდებს ანთებით პროცესებს, ხსნის ნერვულ და კუნთოვან დაძაბულობას, ასტიმულირებს სისხლის ნაკადს.
სულფატები აუცილებელია კანის, ნერვული ქსოვილებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის.
ნარევი შლის ტოქსინებს და ხელს უწყობს დამხმარე ნივთიერებების, ძირითადად ცილის მოლეკულების, წრმოქმნას ტვინისა და სახსრების ქსოვილებში.
რეგულარულად მიიღეთ მარილიანი აბაზანები, რომლებიც მოგიხსნით კუნთების ტკივილს, გაგათავისუფლებთ მიკოზისგან, ფრჩხილისა და ტერფის სოკოსგან, პოდაგრისგნ, სისხლჩაქცევებისგან, ხსნის ანთებას, წმენდს ორგანიზმს და არეგულირებს მინერალურ ბალანსს.
მარილის აბაზანის მიღებამდე ორსულებმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულმა, სხეულის ღია დამწვრობებისა და ჭრილობების მქონე ადაამიანებმა კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.
სამკურნალო პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთია. აქედან 20 წუთი სჭირდება ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას, ხოლო მომდევნო 20 წუთს კი ორგნიზმი აბაზანიდან შთანთქავს მინერალებს.
მარილის მიღების რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის წონაზე, ამიტომ თბილ აბაზანას მარილის რაოდენობა მოცემული ინსტრუქციის მიხედვით დაამატეთ:
- 28 კილოგრამამდე ბავშვებისთვის სტანდარტული ზომის აბაზანას დაამატეთ ½ ჩ. ჭ. მარილი;
- 28-45 კილოგრამამდე ბავშვებისთვის სტანდარტულ აბაზანას დაამატეთ 1 ჩ. ჭ. მარილი;
- 45-68 კილოგრამამდე ადამიანებისთვის 1,5 ჩ. ჭ. მარილი;
- 68-90 კილოგრამამდე ადამიანებისთვის 2 ჩ. ჭ. მარილი;
- თუ თქვენი წონა 90 კილოგრამს აჭარბებს, ყოველი შემდეგი 50 კილოგრამისთვის 2 ჩ. ჭ. მარილს დაამატეთ ნახევარ ჩაის ჭიქაზე მეტი მარილი;
დამატებითი რჩევები:
- კიდევ უფრო მეტი ეფექტისთვის აბაზანას დაამატეთ ½ ჩ. ჭ. ზეითუნის ზეთი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და შეიცავს პოლიფენოლს.
- შეგიძლიათ დაამატოთ ჯანჯაფილი ან კაიენის წიწაკის ფხვნილი, რომელიც ოფლის საშუალებით ორგანიზმიდან გამოდევნის მეტ ტოქსინებს.
- არ გამოიყენოთ საპონი, რადგან ის დეტოქსიკაციის პროცესსა და მინერალების მოქმედებას ხელს შეუშლის.
- აბაზანის მიღების შემდეგ 1-2 საათი დაისვენეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაიკეთეთ ინგლისური მარილის აბაზანები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.