კვერცხის ნიღაბი სამმაგი ეფექტით: გადაჭიმავს, გაამკვრივებს და ღრმად გაწმენდს კანს

სახის კანის მოსავლელად აუცილებელია სხავადსხა ნიღბების გამოყენება. კვერცხი ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა. ეს ნატურალური პროდუქტი გაჯერებულია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და სიმკვრივეს.

კვერცხის ცილა ეგფექტური საშუალებაა, რომელიც ჭიმავს და წმენდს კანს. გული შეიცავს ლეციტინს, რომელიც უზრუნველყოფს დატენიანებს და ღრმა წმენდას.

კვერცხის ნიღაბი სასურველია გამოიყენოს ნებისმიერი ასაკის ქალმა.

დღეს შემოგთავაზებთ უნივერსალური ნიღაბს-ცელოფანს, რომელიც არა მარტო წმენდს კანს, არამედ კვებას სახის კანს სასარგებლო ნივთიერებებით.

სახის ნიღაბი-ცელოფანი

საჭირო იგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • ქაღალდის ხელსახოცი
  • ფუნჯი
  • ჩანგალი
  • 2 თასი

მომზადების წესი:

1. გმოყავით კვერცხის ცილა და გული. მოათავსეთ სხვადასხვა თასში და ცილა ფრთხილად ათქვიფეთ ჩანგლით.

2. მომზადებული მასა ფუნჯით კარგად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს. აიღეთ ხელსახოცი, დაანაწევრეთ და სახეზე გადაიკარით. ახლა კი ზემოდან ისევ წაისვით ცილა. ეცადეთ, რომ ძალიან ბევრი არ მოგივიდეთ თორემ ნიღაბი არ გაშრება.

3. დაელოდეთ 20-30 წუთი. ხელსახოცი გადაიქცევა მყარ ქერქად.

4. ნიღაბი აიძვრეთ ქვემოდან ზემოთ. შეიძლება პროცედურა უსიამოვნო იყოს, მაგრამ შედეგის ეფექტურობა გაგაოცებთ.

5. კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი. ნიღაბი წაისვით გაწმენდილ სახეზე, დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი გახდება ნაზი და ხავერდოვანი.

კვერცხის ნარჩენები სახიდან თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ აუცილებლად წაისვით მკვებავი მალამო.

თუ გსურთ, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.