მალამო, რომელიც დაგეხმარებათ იმ შემთხევაშიც კი, როდესაც ტრადიციული მედიცინა უძლურია

ფუტკრის ცვილი, როგორც ფუტკრის სხვა პროდუქტები, ფლობს უნიკალურ შემადგენლობას და ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

2002 წელს გაზეთ ,,Бaбyшкa“-ს ფურცლებზე დაიბეჭდა ელენა სეიმოვას პუბლიკაცია, რომელშიდაც მან მკითხველს გაუზიარა  ფუტკრის მალამოს, მცენარეული ზეთისა და კვერცხის გულის ეფექტური სამკურნალო შედეგის შესახებ. მალამო ძალიან მარტივი მოსამზადებელი და ყვველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება გამოდგა და ამიტომ კმაყოფილი მკითხველი მას ღვთისგან გამოგზავნილ ოჯახურ მალამოს ეძახდა.

წლების მიუხედავად მალამო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფუტკრის ყვითელი ცვილი, ნებისმიერი სახეობის ზეთი: სიმინდის, მზესუმზირის, ზეითუნის.

საჭირო იგრედიენტები:

  • კვერცხის გული ნახევარი
  • ცვილი 25-30 გრ
  • მცენარეული ზეთი 150 გრ

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ შინაური კვერცხი, გააცალცალკავეთ ცილა და გული.
  2. ზეთი დაასხით თასზე და გააცხელეთ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე.
  3. ცხელ ზეთში ჩააგდეთ ცვილი.
  4. გააგრძელეთ მასის გაცხელება, სანამ ცვილი არ გადნება. შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი კვერცხის გული და კარგად შეურიეთ.
  5. კვერცხის გულმა შეიძლება გამოიწვიოს ქაფის წარმოქმნა. ამ დროს ქვაბი აიღეთ ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დააბრუნეთ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ.
  6. სანამ ყველა იგრედიენტი არ გადნება და არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ნარევი ცეცხლიდან არ აიღოთ.

თაფლის ცვილის საოცარი მალამო მზადაა. გაფილტრეთ და გადაიტანეთ მინის პატარა ჭურჭელში.

რას მკურნალობს სეიმოვას მალამო

ჩირქოვანი ოტიტი

ბამბა დაგრიხეთ, წაუსვით მალამო და შეიდეთ ყურში.

ჰაიმორიტი

გამდნარი მალამოს თითო წვეთი ძალიან სწრაფად ჩაიწვეთეთ ცხვირში. პროცედურა გაიმეორეთ ერთი საათის შემდეგ.

ყელის ტკივილი

ყელზე შეიზილეთ მალამო და დაიდეთ კომპრესი. თუ ამ პროცედურას გაიკეთებთ საღამოს და ყოველ საათში გაიმეორებთ, დილით ყელის ტკივილისგან გათავისუფლებული იქნებით.

ტროპიკული წყლულები

ხელსახოცზე დაიტანეთ მალამო და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. პროცედურა გაიმეორეთ 2 საათში ერთხელ.

მასტოპატია

მასტოპატიის მკურნალობის დროს მალამო გამოიყენება როგორც ძირითადი მკურნალობის დამატება. სქელ ნაჭერზე დაიტანეთ მალამო, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და დიფინეთ ქაღალდი. საფენი გამოიცვალეთ ორ საათში ერთხელ. პროცედურა გაგრძელდება ანთების ჩაქრობამდე.

საკვერცხის კისტა

გაიკეთეთ სეიმოვას მალამოს ტამპონები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება

შეიზილეთ მალამო კანზე დღეში 3-ჯერ.

დერმატიტი და ტუჩებზე ბზარები

დერმატიტის გასაკურნად მალამო შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე დღეში 2-ჯერ.

სახსრების ტკივილი, რევმატიზმი

ღამით წაისვით სეიმოვას მალამო, ზემოდან დაიდეთ პერგამონტის ქაღალდი ან ცელოფანი და შედეგი რომ ეფექტური იყოს, შემოიხვიეთ შალი.

ფრჩხილები

შეიზილეთ მალამო ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამით.

კბილის ტკივილის დროს

მალამო წაისვით თითზე და შეიზილეთ ღრძილზე.

ზოგ ადამიანს სჯერა ამ საოცარი მალამოს ეფექტურობის შესახებ, ზოგს კი არა. მაგრამ ყველაფერს ჯობს, რომ მალამო გამოიყენოთ და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდეთ. ეს ბუნებრივი საშუალება ეეფექტურია იმ დავადებათა სამკურნალოდ, რომელთაც ოფიციალური მედიცინაც კი ვერ უმკლავდება.