თათრული მაკარონის საოცარი გემოს საიდუმლო არის ის, რომ მაკარონი იმ სოუსშია მოხარშული, რომელშიდაც მზადდება ხორცი. და სწორედ ამიტომ მაკარონი გაჯერებულია ხორცის ნახარშის უგემრიელესი წვენით.
მაკარონის რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ არის ტექნოლოგია თათრული კერძების მომზადებისთვის. შეგიძლიათ იგრედიენტები სურვილისა და გემოვნების მიხედვით ჩაანაცვლოთ. მაგალითად, ცხვრის ხორცის ნაცვლად გამოიყენოთ საქონლის, ქათმის ან ღორის ხორცი. აგრეთვე შეგიძლიათ მაკარონი ჩაანაცვლოთ კარტოფილთ ან მანით. სანელებლებიც გამოიყენოთ სურვილისამებრ.
საჭირო იგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი 500 გრ
- ხახვი 1 ცალი
- პამიდორი 2 ცალი
- ნიორი 3 კბილი
- მარილი გემოვნებით
- ხორცის სუნელი გემოვნებით
- მაკარონი 400 გრ
- სტაფილო 1 ცალი
- ოხრახუში 1 კონა
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
- შავი პიმპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ხორცი დაჭერით კუბიკებად და ნელ-ნელა ჩაყარეთ გაცხელებულ ზეთში და ხშირად მოურიეთ. ხორცი უნდა მოითუშოს საკუთარ წვენში. აუცილებლად დაახურეთ ტაფას თავი.
2. დაჭერით ხახვი და დაამატეთ ხორცს, შემდეგ აურიეთ გრძელ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, მარილი, შავი პიმპილი, სანელებლები გემოვნების მიხედვით.
3. ხორცმა რომ არ მიიწვას, დაამატეთ წყალი.
4. დაჭერით კანგაცლილი პამიდორი და დაამატეთ ხორცს, პერიოდულად მოურიეთ ხოლმე. მომზადებულ მასას დაამატეთ დაჭრილი ხორცი.
5. მაკარონი ჩაყარეთ ხორცის სოუსში, დაამატეთ წყალი და პერიოდულად მოურიეთ.
6. როცა მაკარონი მოიხარშება, კერძიც მზადაა.
უმჯობესია თუ კერძის მოსამზადებლად გამოიყენებთ თუჯის ქვაბს.
მოამზადეთ უგემრიელესი მაკარონი თათრულად და ისიამოვნეთ ხორცისა და სანელებლების საოცარი არომატით გაჯერებული მაკარონი.