
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ანტიბიოტიკის რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ საშარდე გზების ინფექციებით გამოწვეულ ტკივილს და მოგიხსნით დისკომფორტს.
ხელნაკეთი წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოხრახუშის ფესვი 250 გრ
- ლიმონის ქერქი 250 გრ (თუ არ გაქვთ საჭირო რაოდენობის, შეგიძლიათ მთლიანი ლიმონი გამოიყენოთ)
- თაფლი 250 გრ
- ზეითუნის ზეთი 200 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
ოხრახუშის ფესვი და ლიმონის ქერქი დაჭერით წვრილად და დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ ზეთი, თაფლი და აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში 1 ს. კ.
სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.
მკურნალობის პროცესში საჭიროა შემდეგი დამატებითი რჩევების დაცვა:
1. წყალი
წყალი მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის. წმენდს შარდის ბუშტს და გამოდევნის ბაქტერიებს. დალიეთ დღეში მინიმუმ რვა ჭიქა წყალი.
2. ოხრახუშის ჩაი
ოხრახუში ბუნებრივი შარდმდენია. ოხრახუშის რამდენიმე ღერო გარეცხეთ და დაჭერით. 2 ს. კ. დაჭრილი ოხრახუში ჩაყარეთ ფინჯანში და დაასხით ადუღებული წყალი. დაახურეთ ლამბაქი, გააჩერეთ ცოტა ხანს და დალიეთ თბილ-თბილი.
3. კიტრი
კიტრი შარდის ბუშტის გასაწმენდად საუკეთესო პროდუქტია, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და აქვს შარდმდენი ეფექტი.
4. მოცვის წვენი
მოცვი კიდევ ერთი ინგრედიენტია, რომელიც ეფექტურად გამოიყენება საშარდე გზებისა და ნაწლავის ჩხირის სამკურნალოდ. დალიეთ დღეში მოცვის მინიმუმ 2 ფინჯანი წვენი.
5. შეზღუდვები
მოერიდეთ ციტრუსების, შოკოლადისა და კოფეინის მიღებას. მოცემული პროდუქტები აღიზიანებს შარდის ბუშტის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!