თუ სახეს ლიმონით გაიწმენთ, მინიმალურ დროში სასიამოვნო ცვლილებებით შეძლებთ ტკბობას

0
1161

ლიმონი უძლიერესი ნატურალური და სასარგებლო საშუალებაა, რომელიც არა მარტო ორგანიზმის ჯანმრთელობზე ზრუნავს, აგრეთვე ჩვენი სილამაზის სადარაჯოზეც დგას. ლიმონი სახის კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა. ამისთვის საკმარისია სახე გაიწმინდოთ ლიმონის წვენით.

ეს ბუნებრივი პროდუქტი როგორც ნატურალური სადეზინფექციო საშუალება  ეფექტურია გამონაყარის საწინააღმდეგოდ.

ლიმონი პრობლემური კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა. მისი წვენი მდიდარია ბუნებრივი მჟავებით და სწორედ ამიტომ არის ის უძლიერესი იმუნოსტიმულატორი. მას აქვს  ანტიბაქტერიული მოქმედების უნარი და ებრძვის მიკრობებს, ბაქტერიებს.

ლიმონის წვენი ასუფთავებს ფორებს, ამცირებს სიწითლეს. ლიმონის გამოყენების შემდეგ კანის ზედაპირი ხდება გლუვი.

ამ ჯადოსნური ციტრუსის წვენი ბუნებრივი მათეთრებელი საშუალებაა. მას აქვს უნარი გააღიაოს გამონაყარის შედეგად დარჩენილი ლაქები და დაუბრუნოს კანს სრულყოფილი ფერი.

ლიმონის წვენი სახის კანის პილინგის ეფექტური საშუალებაა. მას შესწევს მკვდარი უჯრედების აქერცვლისა და მოშორების უნარი, რაც აახალგაზრდავებს კანს, არბილებს და ანიჭებს ელასტიურობას.

ცხიმიანი და ნორმალური კანისთვი, ჭორფლებისა პიგმენტური ლაქების გათეთრებისთვის შეგიძლიათ დღეში 5-ჯერ სახე გაიწმინდოთ ლიმონის ნაჭრით და წვენი სახეზე დაიტოვეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

როგორ გამოვიყენოთ ლიმონი კანისთვის?

  1. არსებობს ორი ვარიანტი: შეგიძლიათ, სახე გაიწმინდოთ ლიმონის ნაჭრით ან ლიმონის წვენში გაჟღენთილი მარლის ფირფიტით.
  2. გამოიყენეთ მხოლოდ ახალი და მწიფე ლიმონი.
  3. მის დასაჭრელად გამოიყენეთ ხის დაფა და ბასრი დანა.
  4. გაჭერით ლიმონი შუაზე, გამოწურეთ წვენი და დაიტანეთ მარლის ფირფიტაზე.
  5. გაიწმინდეთ სახე და შემდეგ ლიმონის წვენით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს. დაიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი მალამო.
  6. ლიმონის წვენი შეგიძლიათ დაამატოთ საშინაო ნიღბებს, სახისა და ტანის მალამოებს.
  7. ლიმონის, როგორც სახის გამწმენდი საშუალების გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ სახის კანის საოცრად გაუმჯობესებას.

გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია ლიმონის წვენი განაზავოთ წყლით.

გამოიყენეთ ლიმონი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here