ლიმონი C ვიტამინის წყაროა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებელი უებარი საშუალებაა.
დღეს კი ამ მჟავე და სასარგებლო ციტრუსის სულ სხვა შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ ჩამონათვალს ჩვეულებრივი ლიმონის 16 უჩვეულო შესაძლებლობის შესახებ.
1. ხალხური გასაწმენდი საშუალება
150 გრ ძმარი დაასხით დაჭრილ ლიმონს და დატოვეთ მთელი ღამით. დილით დაამეტეთ 150 მლ წყალი. მომზადებული ნარევი გადაიტანეთ პულველიზატორიან ბოთლში და გამოიყენეთ, როგორც თქვენი სახლის საწმენდი ხალხური საშუალება.
2. დასაჭრელი დაფების გაწმენდა
თუ გინდათ, რომ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი დაფა დიდი ხნით შეინარჩუნოთ, გაწმინდეთ ლიმონით. ლიმონის ნახევარს დააყარეთ მარილი და გაწმინდეთ დაფა, გააჩერეთ 15 წუთი და პროცედურა ისევ გაიმეორეთ.
3. ბრწყინვალე თეთრი
თუ გსურთ, რომ თეთრი საგანი გახდეს უთეთრსი, გაწმინდეთ ან ჩაალბეთ ლიმონის წვენისა და საკვები სოდის ნარევში, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შედეგით ისიამოვნეთ.
4. მანიკიური
ფრჩხილებს რომ სიძლიერე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნოთ, მოამზადეთ გამაჯანსაღებელი აბაზანა და წყალს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი.
5. გაგიქრობთ ჭორფლს
ლიმონი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია, რომელიც გაგითეთრებს ჭორფლსა და პიგმენტური ლაქებს. უბრალოდ ლიმონის ნაჭერი ნაზად შეიზილეთ სახეზე.
6. გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას
ყოველ დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ჩ. ჭ. წყალი გაჯერებული ლიმონის წვენითა და თაფლით. თქვენ გაიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქის მუშაობას და გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას.
7. გააქრობთ სუნს
თუ გსურთ, რომ ხელებიდან მირთმეული ან მომზადებული კერძის სუნი მოიშოროთ დასაბანად გამოიყენეთ ლიმონის წვენით გაჯერებული წყალი.
8. ტექნიკის განახლება
მაცივარი გაწმინდეთ ლიმონის წვენში გაჯერებული ღრუბლით და დაივიწყეთ არასასიამოვნო სუნი. ლიმონის წვენით შეგიძლიათ მოამზადოთ საშინაო ჰაერის გამწმენდი საშუალება.
9. კარგია ნერგებისთვის
შეგიძლიათ ლიმონი გამოიყენოთ ნარგავების გასახარებლად.
აიღეთ ლიმონის ნაჭრი, გამოწურეთ წვენი, დასარგავი თესლი ჩადეთ ლიმონის ნაჭერში და ჩარგეთ მიწაში.
10. ფეხსაცმლის არასასიამოვნო სუნის გასაქრობი საშუალება
თქვენს ფეხსაცმელში არასასიამოვნო სუნმა დაისადგურა. ჩადეთ მასში ლიმონის ქერქი და დატოვეთ მთელი ღამით.
11. სანთლების ჩასადები
ლიმონი გაჭერით შუაზე, ამოგულეთ და ჩაასხით სანთლის გამდნარი ცვილი, არ დაგავიწყდეთ ფითილის ჩადება, რომელსაც დაამაგრებთ ქერქზე შიგნიდან და როცა გამდნარ ცვილს ჩაასხამთ, ფითილი ზედაპირზე ამოიტანეთ.
12. გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას
ლიმონის წვენისა და სოდის კომბინაციას აქვს ტუტე, მომნელებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამწმენდი თვისებები. ის არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას და C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
ჭიქა მინერალურ წყალს დაუმატეთ 1 ჩ. კ. კოვზი სოდა, ნახევარი ლიმონის წვენი და დალიეთ ყოველ დილით.
13. უჟანგავი ფოლადების გამწმენდი საშუალება
ლიმონის კანი და სოდა უჟანგავ ფოლადს ბზინვარებას დაუბრუნებს.
14. მოგაცილებთ კეკნკრის ლაქებს
როცა ამზადებთ კენკრას შეიძლება დაგესვაროთ როგორც ხელები, ასევე ტანსაცმელი. ხელებზე შეიზილეთ ლიმონის ნაჭერი, ხოლო დალაქავებული სამოსი ჯერ ცივ წყალში გაავლეთ, შემდეგ კი ლიმონის წვენით გაჯერებულ წყალში ჩაალბეთ. შედეგი გაგაოცებთ
15. მოგაშორებთ მწერებს
ჭიანჭველების შემოსევა გაქვთ და ვერ უმკლავდებით, დაასხით ლიმონის წვენი ფანჯრების ჩარჩოებსა და კარების ზღურბლზე. კოღოებისგან თავის დასაღწევად კი ლიმონი გაჭერით შუაზე და ჩადეთ მათში რამდენიმე მიხაკი.
გამოიყენეთ ლიმონი, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დაიცავით სახლში სისუფთავე.