ჟოლოს ფოთლების ნაყენს ნერვული სისტემისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებედნენ.
სტატიაში შემოგთვაზებთ ჟოლოს, უძლიერესი სამკურნალო მცენარის, გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომლთა საშუალებითაც საშინაო პირობებში, უმარტივესი გზით, ეფექტურად გადაჭრით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემას.
მოამზადებთ ჟოლოს ფოთლების ნაყენი და მოიგვარეთ ნერვული სისტემისა და გულის დაავადებების პრობლემები. როგორ მოვამზადოთ ჟოლოს ფოთლების ნაყენი?
იხილეთ რეცეპტი:
ქილის მესამედი დაფარეთ დაქუცმაცებული ჟოლოს ფოთლებით. ქილა პირამდე გაავსეთ 40%-იანი არყით და 10 დღით დააყოვნეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და სამკურნალო საშუალებაც მზად არის.
გამოყენების წესები:
- პირველი 10 დღის განმავლობაში მიიღეთ ნაყენის 20-20 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, მეორე 10 დღე – 30-30 წვეთი, ხოლო მესამე – 50-50 წვეთი.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 3 თვე.
მიიღეთ ტყის ჟოლოს ფოთლების ნაყენი, რომელიც საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა, ხოლო მისი ფესვების ნაყენი ეფექტურად გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
ამ მცენარის ყვავილების ნაყენის ტამპონები გამოიყენება ბუასილისა და ქალურ დაავადებათა სამკურნალოდ, ფოთლებისა და ღეროების ნაყენი კი გამოიყენება ნერვული აშლილობის დროს.
ჟოლოს ფოთლები ორგანიზმის ანთებითი პროცესების წინააღმდეგ
ჟოლოს ფოთლები ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ კანზე ჭრილობა ან ნაკაწრი გაქვთ, მაშინ ჟოლოს ფოთლები თქვენი საუკეთესო დამხმარეა, რომლის წყალობით კანი ძალიან სწრაფად შეხორცდება. აიღეთ ჟოლოს ფოთლები, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიეთ. დაიყოვნეთ ნახევარი საათით.
სახის კანზე ან გულმკერდის ზედა ნაწილებში კანზე ხშირად ჩნდება მუწუკები. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო ამ პრობლემის წინაშე ხშირად დგანან მოზარდები.
ასეთ შემთხვევაში ჩვენი რჩევები თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჟოლოს რამდენიმე ფოთოლი დაზიანებულ ადგილზე 20-25 წუთი დაიდეთ. თუ პროცედურას გაიმეორებთ რამდენჯერმე, შედეგი არ დააყოვნებს.
საუკეთესო მკურნალია ჟოლოს გამხმარი ფოთლების კომპრესი. აიღეთ რამდენიმე ფოთოლი, დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დააფარეთ ქსოვილი. რამდენიმე ხნით დააყოვნეთ სითბოში. იგივე საშუალება შეგიძლიათ ნედლი ფოთლებისგანაც მოამზადოთ. ფოთლები დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე, ზემოდან დააფარეთ მშრალი ქსოვილი და სითბოს დიდი ხნით შესანარჩუნებლად დაიფინეთ პოლიეთილენის ნაჭერი. პროცედურები ჩაიტარეთ მწოლიარე მდგომარეობაში და საერთოდ უმჯობესია სამკურნალო პროცედურები მიმდინარეობდეს მშვიდ და წყნარ გარემოში.
გამოიყენეთ უძლიერესი ნატურალური სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.