როგორ მოვიწესრიგოთ ჰორმონალური ფონი ნატურალური სასმელებით. ყურადსაღები ინფორმაცია ქალბატონებისთვის

0
963

შემოგთავაზებთ სამი ნატურალური სასმელის რეცეპტს, რომლებიც მოგიწესრიგებენ ჰორმონალურ სისტემას. ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია 40 წელს გადაშორებული ქალბატონებისათვის.

ჰორმონების გარეშე ორგანიზმში არც ერთი პროცესი არ წარიმართება სათანადო დონეზე. სწორედ ჰორმონებზეა დამოკიდებული ჩვენი ემოციური მდგომარეობა, შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობა, დაბერების პროცესი და ბევრი სხვა მოვლენა.

ასაკთან ერთად გვემატება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვბერდებით და ბერდება ჩვენი ენდოკრინული  სისტემაც. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მისი ნორმალურად ფუნქციონირება.

35 წელს გადაშორებულ ქალბატონებს ჰორმონალური ფონის გასაუმჯობესებლად ვურჩევთ, მიიღონ სამი ეფექტური საშუალება. რომლებიც დადებითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე, ატონიზირებს მას და აფერხებს ნაადრევ დაბერებას.

3 ნატურალური ,,ჰორმონალური“ სასმელი-40 წელს ზემოთ ქალბატონების საუკეთესო დამხმარე საშუალება

1. რძე და კურკუმა

კურკუმით გაჯერებულ რძეს ოქროს რძეს ეძახიან, რომელიც უძლიერესი შემადგენლობის წყალობით, ორგანიზმს უნარჩუნებს ჰორმონალურ ფონს, საუკეთესო საშუალებაა ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისათვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და არეგულირებს ძილს.

ამ ჯადოსნური სასმელის მხოლოდ ერთი ჭიქა განაყრებთ და გამშვიდებთ. რეკომენდებულია მიიღოთ ძილის წინ. ოქროს რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200გრ ცხელი რძე და ნახევარი ჩ. კ. კურკუმა.

2. ლიმონიანი წყალი

ლიმონი უძლერესი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ზრუნავს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, წვავს ცხიმებს. ის მეტაბოლიზმის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

ლიმონი გაჭერით შუაზე, გამოწურეთ წვენი, ჩაასხით ადუღებულ წყალში და დალიეთ 3 წუთის შემდეგ. უმჯობესია მიიღოთ დილით ჭამამდე და მოქმედებაში მოიყვანოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

3. ჟოლოს ფოთლების ჩაი

ჟოლო-ეს არის კენკრა ქალებისთვის, ხოლო მისი ფოთლები ქალის ორგანიზმის ბუნებრივი ძალაა. თუ თქვენ ამ საშუალებას მიიღებთ დღეში რამდენჯერმე, თქვენი ენდოკრინული სისტემა ძალიან მალე ჩადგება ნორმაში. ეს ჩაი საუკეთესო საშუალებაა მომავალი დედებისათვის, რადგან მას აქვს უნარი ბავშვის ჩასახვისთვის გაამაგროს საშვილოსნოს კედლები.

ასევე ჟოლოს ფოთლების ჩაი აწესრიგებს მენსტრუაციულ ციკლს.

აიღეთ 1 ს. კ გამხმარი ჟოლოს ფოთლები, დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ მიირთვით.

ეს სასარგებლო სასმელები აუცილებელია მიიღოთ ყოველ დღე. რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ გაგიუმჯობესდებათ  განწყობა, მოგიწესრიგდებათ მენსტრუაციული ციკლი, შეგიმსუბუქდებათ კლიმაქსისათვის დამახასიათებელი თანმხლები მოვლენები. რეპროდუქციულ სისტემაზეა დამოკიდებული ქალის ორგანიზმის სილამაზე და ჯანმრთელობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here