“კვერცხი შოტლანდიურად” – კერძი, რომლითაც 30 კილოგრამი დავიკელი

მინდა გიამბოთ დიეტის შესახებ, რომელის სახელწოდებაა ,,კვერცხი შოტლანდიურად’. დიეტის ხანგრძლივობა ერთი კვირაა. რამდენიმე კვირიანი დასვენების შემდეგ დიეტას ისევ იმეორებთ. ჭარბი წონის ადამიანებმა ამ დიეტის წყალობით შეიძლება მოიკლონ 40 კგ-მდე. და რაც მთავარია, დიეტა არ არის მტანჯველი, რადგან მისი კვების რაციონი სააკმაოდ მსუყე და გემრიელია.

მთავარი კერძი არის შოტლანდიურად მომზადებული კვერცხი, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდი ხნით დაგაკმაყოფილებთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალი ბოსტნეული.

დიეტისათვის დაგჭირდებათ ქათმის მკერდი ან უცხიმო საქონლის ხორცი, აგრეთვე მოხარშული კვერცხი, შავი პიმპილი, ხახვი, მარილი და ცოტა შავი პური. პირველ რიგში გაატარეთ ხორცი, ხახვი და დმბალი შავი პური, მომზადებულ მასას დაამატეთ პიმპილი, მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.

ხელები დაისველეთ, აიღეთ მომზადებული მასის პატარა გუნდა და დაფარეთ მოხარშული კვერცხი. უგემრიელესი კვერცხიანი ბურთულები მოამზადეთ 50 წუთის განმავლობაში 190-200 გრადუს ტემპერატურაზე.

კვერცხი შტლანდიურად მზად არის. ყოველ ჭამაზე უნდა მიირთვათ 1 ცალი ბურთულა. დაიმახსოვრეთ, ბოლო ულუფა აუცილებლად 6 საათზე უნდა მიიღოთ. მთელი კვირის განმავლობაში გეკრძალებათ სხვა ცხელი კერძების მიღება. შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის უმარილო სალათები. მაგალითად, კიტრისა და პამიდვრის სალათა ან მოხარშული ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო და სხვა სასარგებლო ბოსტნეული.

იზრუნეთ სხეულის სილამაზეზე, მიირთვით უგემრიელესი კერძი ,,კვერცხი შოტლაინდიურად“ და  ყოველგვარი მტანჯველი დიეტების გარეშე დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს.