საკმევლის ზეთი ჩემი საოჯახო აფთიაქის განუყოფელი ნაწილია. 17 პრობლემა, რომელთაც მისი გამოყენებით ვებრძვი

სტატიაში ვისაუბრებთ სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ ზეთზე, რომელსაც ზეთების მეფეს უწოდებენ. გამოიყენეთ საკმევლის ზეთი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.

1. ჭრილობები და დამწვრობა

საკმევლის ზეთი კურნავს ჭრილობებს, ნაკაწრებსა და დამწვრობებეს. საუკეთესო შედეგის მისაღებად ჯერ წაისვით ლავანდის ეთერზეთი, შემდეგ გადაისვით საკმევლის ზეთი. ჭრილობების შესახორცებლად საუკეთესო საშუალებაა ამ ორი ზეთის კომბინაცია.

2. ემოციური წონასწორობა

საკმევლის ზეთი საუკეთესო საშუალებაა ცენტრალურ ნერვული სისტემის მხარდასაჭერად. ამ ზეთის აქტიური ნივთიერება გვეხმარება ნათელი გონებისა და ემოციური წონასწორობის მიღწევაში.

3. ამცირებს და ასწორებს ნაწიბურებს

აურიეთ საკმევლისა და ქოქოსის ზეთების 2-3 წვეთი და შეიზილეთ კანზე.

4. აძლიერებს იმუნიტეტს

იმისათვის, რომ გაიძლიეროთ იმუნიტეტი 2-3 წვეთი საკმევლის ზეთი შეიზილეთ ფეხების კანზე, განსაკუთრებით კი, ფეხის თითების წვერებზე.

5. საკმევლის ზეთი ადუნებს და ამშვიდებს

სტრესისა და დაძაბლობის მოსახსნელად თავის ქალას უკანა ნაწილზე შეიზილეთ რამდენიმე წვეთი საკმევლის ზეთი.

6. ჰორმონალური ბალანსი

ამ საოცარ ზეთს შეუძლია ჰორმონების დაბალანსება და მეხსიერების გაუმჯობესება.

7. აფერხებს კანის დაბერებას

საკმევლის ზეთის რამდენიმე წვეთს დაამატეთ ქოქოსის ან სელის ზეთი და შეიზილეთ კანზე. საკმევლის ზეთის წვეთი დაამატეთ თქვენს ყოველდღიურ დამატენიანებელ მალამოს.

8. სურდო და ხველა

სურდოსა და ხველის დროს საკმევლის ზეთის 6 წვეთი დაამატეთ ცხელ წყალს, გადაიფარეთ ქსოვილი და 5 წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ ორთქლი. შეგიძლიათ ცხელი წყალი დაამატოთ ხოლმე.

9. მოგიხსნით ქავილს

გაღიზიანებულ ადგილზე შეიზილეთ 1-2 წვეთი საკმევლის ზეთი.

10. სახსრების პრობლემები

საკმევლის ზეთი ეფექტურად გამოიყენება სახსრების ტკივილისა და შეშუპების მოსახსნელად. ძილის წინ დაზიანებულ სახსარზე ფრთხილად შეიზილეთ საკმევლის ზეთისა და თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთის ნაზავი.

11. წმენდს პრობლემურ კანს

დილა-საღამოს პრობლემურ ადგილზე შეიზილეთ წვეთი საკმევლის ზეთი.

12. აუმჯობეებს განწყობას

სამკურნალო ზეთის 5-6 წვეთი დაამატეთ ჰერის დამტენიანებელს. ამ გზით დაამშვიდებთ ატმოსფეროს და გაიუმჯობესებთ განწყობას.

13. მოგაშორებთ პაპილომებსა და მეჭეჭებს

დაზიანებულ ადგილებზე შეიზილეთ საკმევლის ზეთის 1 წვეთი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

14. აუმჯობესებს მხედველობას

სამკურნალო ზეთის 1-2 წვეთი დაიწვეთეთ ხელისგულზე და საჩვენებელი თითით შეიზილეთ თვალების გარშემო კანზე (მოერიდეთ თვალებს!). ეს ხელს შეუწყობს მხედველობის გაუმჯობესებასა და ფოკუსირების უნარს.

15. აქრობს სუნს

აიღეთ პატარა თასი, ჩაასხით წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი საკმევლის ზეთი და ოთახი აივსება სასიამოვნო სურნელით.

16. პირის ღრუს ჯანმრთელობა

საკმევლის ზეთი სასარგებლოა პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. გამოიყენეთ საკმევლის ზეთი კბილის ტკივილის, ღრძილების ანთებისა და სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ. აურიეთ ქოქოსისა და საკმევლის ზეთები და მოამზადეთ სამკურნალო ხელნაკეთი კბილის პასტა.

17. აუმჯობესებს ძილს

ძილის წინ დაამატეთ ჰაერის დამტენიანებელს საკმევლის ზეთი. ის ამშვიდებს ნერვებს, ხსნის შფოთვასა და დაძაბულობას. შეძლებთ ჩვილივით დაძინებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ეს ბუნებრივი სიმდიდრე და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.