ნამცხვარი სახელად მარწყვის ღრუბლები. დესერტი, რომლითაც ყველა მეგობარს მოხიბლავთ

ძვირფასო დიასახლისებო, ალბათ მუდმივად ძიებაში ხართ, ცდილობთ მოამზადოთ ახალ-ახალი კერძები, დესერტები და თქვენი საყვარელი ადამიანები გააბედნიეროთ. შემოგთავაზებთ უგემრიელესი, მადის აღმძვრელი ვიზუალისა და საოცრად არომატული პეროგის რეცეპტს.

,,მარწყვის ღრუბელები“, მართლაც, რომ ფანტასტიკური სახელწოდებაა და გიზიდავს, ერთი სული გაქვს მოამზადო და დააგემოვნო. აი, სწორედ ასეთი განცდა მქონდა, როცა ამ საოცრების რეცეპტი აღმოვაჩინე და დღეს იგი ჩემი საფირმო დესერტია. რაც მთავარია, პეროგი უმარტივესი მოსამზადებელია და რამდენიმე წუთში შეძლებთ თქვენი კულინარიული ოსტატობის დადასტურებას.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • კარაქი 250 გრ
  • შაქარი 250 გრ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • ვანილი
  • ლიმონის ცედრა
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 4 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქარი 250 გრ
  • მარწყვი ან სხვა ნებისმიერი კენკრა 300 გრ

მომზადების წესები:

პირველ რიგში, აურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, ვანილი და ლიმონის ცედრა. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულები, გაცრილი ფქვილი და ყველაფერი კარგად აურიეთ. მოზილეთ მაგარი ცომი.

ოთხკუთხედი ფორმის საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცომი ხელით გაიყვანეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. აცხვეთ 20 წუთი ისე, რომ ბოლომდე არ უნდა იყოს მზად.

მოამზადეთ კრემი

ცილა ათქვიფეთ კარგად, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და თქვეფთ კიდევ 5 წუთი. მიღებული მასა დაიტანეთ ნახევრად გამომცხვარ ფენაზე და თანაბრად გაანაწილეთ. კრემს ზემოდან მოაწყვეთ მარწყვები ან თქვენთვის სასურველი კენკრა. მარწყვებს შორის მანძილი უნდა იყოს 3 სანტიმეტრი. პეროგი შედეთ ღუმელში და აცხვეთ კიდევ 20 წუთი.

კენკრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუბალი, ატამი ან თქვენთვის სასურველი სხვა ხილი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!ა