აკადემიკოს ამოსოვის იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ნარევის რეცეპტი, რომელიც არაერთი თაობის მიერ არის გამოცდილი.
გაივლის დრო და ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს ორგანიზმის აღმდგენი და გამაძლიერებელი ეს საშუალება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუ როგორი იმუნიტეტი აქვს ადამიანს, ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ძლიერი იმუნური სისტემა ჰქონდეს.
შემოგთავაზებთ აკადემიკოს ამოსოვის იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ნარევის რეცეპტს, რომელიც აუცილებელია ავადყოფის ორგანიზმისთვის ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ხოლო ჯანმრთელი ადამიანისთვის ასეთი ,,ვიტამინების ბომა“ შეუფასებელია.
შემოგთავაზებთ ამოსოვის ნარევის რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- ქიშმიში 500 გრ
- გარგრის ჩირი 500გრ
- ლეღვი 500გრ
- შავი ქლიავი 500გრ
- თაფლი 500გრ
- 2 ჩ. ჭ. ნიგოზი
- ლიმონი კანიანად 1 ცალი
მომზადების წესი:
- ყველა იგრედიენტი გაატარეთ და დაამატეთ 500 გრ თაფლი.
- აურიეთ და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.
- მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს ნარევი გაჯერებულია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. მისი მიღება რეკომენდებულიაა მოსწავლეებისთვის, სპორტსმენებისთვის, გონებრივად და ფიზიკურად დატვირთული ადმიანებისთვის, აგრეთვე ხანდაზმულებისთვის.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გამოიყენეთ ვიტამინებითა და სასრგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ნატურალური პროდუქტები.