
შემოგთავაზებთ რბილი და გემრიელი ცომის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ რამდენიმე დღით მაცივარში შეინახოთ და ახალი არომატული ნამცხვრების მოსამზადებლად ყოველთვის ხელთ გქონდეთ მზა ცომი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 350 მლ რძე
- 2 კვერცხი
- 2 ს. კ. შაქარი
- მწიკვი მარილი
- 30 გრ საფუარი
- 100 გრ კარაქი
- 700-750 გრ ფქვილი
მომზადების წესი:
- საფუარი თბილ რძეში გახსენით.
- დაამატეთ გამდნარი კარაქი, შაქარი, მარილი, კვერცხი და ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
- ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.
- მზა ცომი ასაფუებლად სითბოში დააყოვნეთ.
- მას შემდეგ, რაც ცომი ამოვა, შეგიძლიათ დაიწყოთ მისგან სხვადასხვა სახის ცომეულის მომზადება.
- გამოცხობის წინ, ცომი ცოტა ხნით დაასვენეთ, ჩადეთ ცელოფანში და 2 საათით შედეთ მაცივარში.
- ასეთი ცომი შეგიძლიათ რამდენიმე დღით შეინახოთ მაცივარში.
თუ თქვენ ცომისგან ტკბილეულის მომზადება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ მომზადების პროცესში უფრო მეტი შაქრი დაამატეთ.