მარტივი მეთოდით ემალის ძველი ჭურჭელი ისე იბზინებს, როგორც შეძენის დღეს

უმაღლესი ხარისხის ემალირებული ჭურჭელი დროთა განმავლობაში იფარება ლაქებით, ცხიმებითა და სხვა ნარჩენებით. იმისათვის, რომ თქვენს საყვარელ ჭურჭელს დაუბრუნოთ სიქათქათე, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული საშუალებების შეძენა. საშინაო საშუალებების გამოყენებითაც შეძლებთ სასურველი ეფექტის მიღებას.

ემალის ქვაბი, რომელიც წლებია ერთგულად გემსახურებათ, ძალიან დალაქავდა, თითქოს ყავისფერი ფენა გადეკრა. არ ინერვიულოთ, თქვენ შეძლებთ მის გასუფთავებას თუ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებთ და გამოიყენებთ შემოთავზაებულ საშუალებას.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. დალაქავებული ქვაბი ნახევრამდე გაავსეთ წყლით, ჩაყარეთ 2 ს. კ. მათეთრებელი და აადუღეთ.
  2. შეგიძლიათ ჩააწყოთ სამზარეულოს ტილოებიც და გამოხარშოთ. ადუღეთ 5 წუთი.
  3. შემდეგ სითხე გადააქციეთ და სამზარეულოს ღრუბლით კარგად გარეცხეთ ჭურჭელი.
  4. ლაქები უკვალოდ გაქრება.

შეგიძლიათ იგივე საშუალებას დაამატოთ სოდა. ადუღეთ 5-10  წუთი და გააჩერეთ, სანამ არ გაცივდება, შემდეგ კი იგივე წესით გარეცხეთ. ეს მეთოდი ეფექტურია მიმწვარი ემალის ქვაბის გასასუფთავებლად.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალება და შედეგით ისიამოვნეთ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც, ისინი მადლიერები დარჩებიან.