სიროფი, რომელიც დაგიცავთ გრიპისა და გაციებისგან, შეგიმცირებთ და მოგიწესრიგებთ წნევას

0
814

ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული სიროფი გაგიძლიერებთ ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აგიმაღლებთ განწყობას.

სეზონური ცვლილებების ან ხანგრძლივი დეპრესიული  პერიოდის შემდეგ ორგანიზმის დამცველი ფუნქცია დასუსტებულია.

დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით, გამოიყენეთ უძლიერესი ბუნებრივი საშუალებები, რომელებიც გაგაძლიერებენ იმუნურ სისტემას.

შემოგთავაზებთ გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო, აგრეთვე არტერიული წნევის დამწევ უძლიერეს, საშინაო, ნატურალურ საშუალებას.

ამ მარტივი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ციტრუსები, თაფლი, პროპოლისი (დინდგელი) და კურკუმა. ყველა იგრედიენტი გამოირჩევა მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით.

და სწორედ სიროფში შემავალი იგრედიენტების უძლიერესი შემადგენლობის წყალობით სწრაფად გაიძლიერებთ ჯანმრთელობას.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ციტრუსები გაჯერებულია C ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავით. ეს სასარგებლო ნივთიერებები აუცილებელია ორგანიზმისათვის. მათი წყალობით დაძლევთ დაღლილობას, თავს დააღწევთ დეპრესიას, რადგანი ისინი გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით სერეტონინს.

პროპოლისისა და ნივრის კომბინაცია ერთ-ერთი უძლიერესი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკია. ეს ორი პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოფლავონიდებსა და ანტიოქსიდანტებს. სწორედ მათი წყალობით ისინი უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებია.

კურკუმა-ძალიან პოპულარული სანელებელია, რომელსაც საუკუნეებია იყენებენ ხალხურ მედიცინაში. კურკუმა ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო, აგრეთვე კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაა.

როგორ მოვამზადოთ სიროფი?

  1. აიღეთ ქვაბი, ჩაასხით 1 კგ ციტრუსის წვენი (შეიძლება ერთი სახის ციტრუსი გამოიყენოთ ან შეურიოთ).
  2. დაამატეთ 2 ს. კ. კურკუმას ფხვნილი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, 15 წუთის შემდეგ გამორთეთ და გააციეთ.
  3. დაამატეთ 4 ს. კ. თაფლი, 3 ს. კ. თხევადი პროპოლოსი, კარგად მოურიეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

მიღების წესი:

მომზადებული საშუალება მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ყოველ დილით უზმოზე და ძილის წინ 1 ს. კ. ოდენობით.

ნუ დააყობნებთ, მოამზადეთ ეს საოცარი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here