შოკოლადში და ქოქოსში ამოვლებული ხაჭოს ბურთულები. ტკბილეულობა, რომელზეც უარს ვერასდროს ვიძახი

შემოგთავაზებთ ხაჭოს გემრიელი და არომატული კანფეტების რეცეპტს. შოკოლადში ამოვლებული ხაჭოს ბურთულები პატარების საყვარელი ნუგბარია.

მცირე მონდომება და უმოკლეს დროში შეძლებთ თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებას.

კანფეტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 9%-იანი 300 გრ
  • ნიგოზი 50 გრ
  • ორცხობილა 150 გრ
  • შაქარი გემოვნებით
  • ვანილი მწიკვი
  • კანფეტების ამოსავლებად დაგჭირდებათ შოკოლადი ან კაკაო, ან ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო გაატარეთ საცერზე ან დააბლენდერეთ. გემოვნების მიხედვით შეურიეთ შაქარი და ვანილი.
  2. ორცხობილა დაფშხვენით.
  3. ნიგოზი გაატარეთ.
  4. ხაჭოიან მასას დაამატეთ ორცხობილა, ნიგოზი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შეგიძლიათ დაამატოთ კაკაო.
  5. მიღებული მასისგან მოამზადეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.

მზა კანფეტები ჩააწყვეთ თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!