რამდენიმე ყურადსაღები მიზეზი, რატომაც უნდა მივირთვათ გოგრის თესლი რეგულარულად

გოგრის თესლი უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც მრავალი დაავადების წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება.

შემწვარ და მარილიან გოგრის თესლს არ გააჩნია სამკურნალო თვისებები და საკვები ღირებულებები. ეს ნატურალური პროდუქტი მკურნალად მხოლოდ ნედლი სახით გვევლინება.

გოგრის თესლი მაგნიუმის ბუნებრივი წყაროა. კვლევების თანახმად, სისხლში მაგნიუმის შემცველობის მაღალი დონის მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ნაკლებად აღენიშნებათ სერიოზული დაავადებები.

გოგრის თესლი მდიდარია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც დადებით შედეგს იძლევა შარდის ბუშტისა და პრასტატის ჯირკვლების (ჰიპერპლაზია) პრობლემების სამკურნალოდ.

გოგრის თესლი სასარგებლოა გულისთვის. ბუნებრივ პროდუქტში შემავალი ზეთი შემადგენლობით ზეითუნის ზეთს უტოლდება.

გოგრის თესლი კალიუმით მდიდარი პროდუქტია. კალიუმი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროლისთვის.

ამ ნატურალურ პროდუქტში ბოჭკოების კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია და მისი ყოველდღიური გამოყენება ყაბზობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა.

გოგრის თესლი მდიდარია E ვიტამინით. ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია. მათი ყოველდღიური გამოყენება ებრძვის ნაადრევ დაბერებას და სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის.

ის მდიდარია A ვიტამინით, რომელიც აფერხებს თვალის დაავადებებს.

გოგრის თესლი პროსტატისა და საშარდე გზების პრობლემების პროფილაქტიკისთვის საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა.

შემოგთავაზებთ პროსტატის პრობლემების სამკურნალო საშუალების რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • გოგრის თესლი 150 გრ
  • გაფილტრული წყალი 1 ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

გოგრის ახალ, ნედლ და გაურჩეველ თესლს დაამატეთ გაფილტრული წყალი და ადუღეთ 20 წუთი. ნახარში გააციეთ და გადაწურეთ. მომზადებული საშუალება მიიღეთ 1 ჩ. ჭ. დღეში 3-ჯერ.

პარაზიტების საწინააღმდეგოდ მოზარდებისთვის რეკომენდებულია მშიერ კუჭზე 200-250 გრ გოგრის ნედლი თესლის მიღება, ხოლო ბავშვებისთვის -100-150 გრ.

შემოგთავზებთ გოგრის სიროფის რეცეპტს, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ასთმის, ხველისა და ბრონქიტის სამკურნალოდ.

საჭირო იგრედიენტები:

  • გოგრის თესლი 60 გრ
  • ნატურალური თაფლი 2 ს. კ.
  • გაფილტრული წყალი 200 მლ
  • პროპოლისის ნაყენის 20 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ და სამკურნალო სიროფიც მზადაა.
  2. მომზადებული საშუალება მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში 5-ჯერ. სიროფის მიღება შეუძლიათ 2 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვებსაც, მაგრამ დოზაც უნდა შევამციროთ, 2-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია-ნხევარი ჩ. კ.

გოგრის თესლის ფქვილი ქოლესტირნის, ტრიგლიციდების, შაქრიანი დიაბეტისა და ყაბზობის წინააღმდეგ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გოგრის თესლი რამდენიმე საათით დაალბეთ წყალში და შემდეგ გარეცხეთ, ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ.
  2. მშრალი გოგრის თესლი დააბლენდერეთ ისე, რომ ფქვილის მაგვარი მასა მიიღოთ. გოგრის თესლის ფქვილი შეინახეთ ქილაში.
  3. მომზადებული საშუალების გამოყენების დღიური ნორმა 3 სუფრის კოვზია. ფქვილი შეგიძლიათ დაამატოთ სუპებს, სალათებს და დესერტებს.

ყურადღებით წაიკითხეთ შემოთავაზებული სტატია, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი  საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.