როგორ დავამარცხოთ სახსრების პრობლემები კომბოსტოთი

მწვანე კომბოსტო მიეკუთნება კომბოსტოსებრთა ოჯახს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

კომბოსტო გაჯერებულია ვიტამინებითა და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით. კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ვიტამინები: C, K, B1, B2, B6, კალიუმი, სპილენძი, მანგანუმი, ფოლიუმის მჟავა, ცილები, ფოსფორი, კალციუმი, რკინა, ქოლინი, მაგნიუმი, პანთონემიური მჟავა, ნიაცინი.

არსებობს უამრავი საშინაო საშუალება, რომელთა ძირითადი ინგრედიენტია კომბოსტოს ფოთლები.

კომბოსტოს ფოთლებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ დაძაბულობის, დეფორმაციის, ანთებისა და წყლულების დროს.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით კომბოსტოს ფოთლები შეგიმსუბუქებთ სახსრების, ართრიტითა და სპორტული ტრამვებით გამოწვეულ ტკივილს. აგრეთვე ის სახსრების ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.

უძლიერეს ბუნებრივ საშუალებას, კომბოსტოს ფოთლებს,  ართრიტით დაავადებული მრავალი ადამიანი იყენებს და ამ გზით ამცირებენ მედიკამენტების მიღებას.

პოდაგრა

პოდაგრით დაავადებული ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს კომბოსტოს ფოთლებს. თუ თქვენ კომბოსტოს ფოთოლს შემოიხვევთ დაზიანებულ ადგილებზე გათავისუფლდებით აუტანელი ტკივილისგან.

კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი  ჩადეთ პოლიეთილენის ცელოფანში და შედეთ საყინულეში. როდესაც შეგაწუხებთ ტკივილი, გამოიღეთ, დაიდეთ  დაზიანებულ ადგილზე და შემოიხვიეთ პირსახოცი. ფოთოლი უნდა გათბეს სხულის ბუნებრივი ტემპერატურით.

სახსრების ტკივილი

ცნობილ შვეიცარულ სავადყოფოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტები შესიებულ სახსრებზე იხვევენ კომბოსტოს ფოთლებს და იტოვებენ მთელი ღამით, რათა მოიხსნან ტკივილი და შეშუპება.

სახსრების სამკურნალოდ კომბოსტოს ფოთოლი დადეთ დასაჭრელ დაფაზე და ისე უნდა დაარბილოთ, რომ წვენი გამუშვას, შემდეგ კი დაიდეთ ფოთოლი შესიებულ სახსარზე და შეიხვიეთ.

შეშუპებული ფეხები

თუ თქვენ გაწუხებთ ანთებით გამოწვეული მტანჯველი ტკივილი, შემოიხვიეთ ფეხებზე კომბოსტოს ფოთლები. კომბოსტოს ერთ-ერთი საუკეთესო თვისება წყლის შეწოვაა. იგი შთანათქავს ზედმეტ სითხეს და აცხრობს შესიებულ ფეხებს.

კომბოსტოს ფოთლები შედეთ საყინულეში, გამოიღეთ , ცოტა ხნით დააყოვნთ, შემოიხვიეთ ფეხებზე, დაჯექით და 30 წუთის განმავლობაში აწიეთ ფეხები.

გაფრთხილება:

კომბოსტოს შემოხვევის შემდეგ თუ შეამჩნევთ ალერგიის ნიშნებს ან ქავილს, დაუყონებლივ მოიხსენით ფოთლები.