მარილების დაგროვება ყველა ადამიანის უდიდესი პრობლემაა, რომელსაც თან სდევს ტკივილი, წანაზარდები და მთელი რიგი სხვა უსიამოვნებები. ამიტომ სასურველია, რომ ორგანიზმი გავიწმინდოთ ამ მავნე ნალექებისგან.
შემოგთავაზებთ უძლიერესი ნატურალური პროდუქტებით გაჯერებულ რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ მარილებისგან.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 250 გრ ოხრახუშის ფესვი და 250 გრ ლიმონი ქერქიანად, კურკები არ შეაყოლოთ. ორივე იგრედიენტი გაატერეთ.
მომზადებულ მასას დაამატეთ 150 გრ დაჭრილი ოხრახუში და 300 გრ თხელი თაფლი. ყველა იგრედიენტი აურიეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1 ჩ. კ. ოდენობით.
სანამ დაიწყებდეთ მოცემული რეცეპტით მკურნალობას, გირჩევთ, ჩაიტაროთ გამოკვლევა და გამორიცხოთ თირკმელებში დიდი ზომის კენჭების არსებობა, რადგან ბუნებრივი გზით გამოსვლის დროს შეიძლება მოხდეს მათი საშარდე გზებში გაჩერება. ეს პრობლემა რომ ავირიდოთ, ჯობს დააზუსტოთ კენჭების ზომა.
კაკლის წენგოსგან დამზადებული ნაყენი
ყველას ვისაც აწუხებს მარილების დაგროვება ვურჩევთ მოამზადოს კაკლის მომწვანო-მოყავისფრო წენგოს ნაყენი.
აიღეთ 40 ცალი ახალშემოსული კაკალის წენგო, ჩააყარეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ნაყენი მოსამზადებლად უნდა დადგათ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ 24 საათი დააყოვნეთ ბნელ ადგილზე.
ნაყენი მიიღეთ ყოველ დღე, დღში 3-ჯერ ნახევარი ჩ. ჭ ოდენობით საუზმის, სადილისა და ძილის წინ. ერთ ჯერზე მომზადებული მასა გეყოფათ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კვლავ მოამზადეთ ახალი ნაყენი. ეფექტური შედეგის მისაღებად მკურნალობის კურსი გრძელდება 5 კვირა, შემდეგ დაისვენეთ ერთი თვე და კვლავ გააგრძელეთ მკურნალობა.
მკურნალობის პროცესში ყოველდღიურად მიიღეთ 5 ცალი ნედლი ნიგოზი.
ამ ნაყენის გამოყენება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის ვისაც აღენიშნება ორგანიზმში იოდის ჭარბი რაოდენობა. ამის შესამოწმებლად ჩაიტარეთ პატარა ტესტი. სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაიკეთეთ იოდის ხაზები. თუ 8 საათის შემდეგ იოდის ხაზები ისევ ჩანს სხეულზე, არ შეიძლება მოცემული ნაყენის გამოყენება.