ვისაც ძაღლი ჰყავს კარგად ახსოვს, თუ როგორ გამოჩნდა ის სახლში, რამაც სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. დღეს, ოლგა იაკოვლევა გაგიზიარებთ თავის ამბავს და ისაუბრებს ძაღლზე, რომელსაც არჩი ჰქვია.
შინაური ცხოვრელი გოგონას ოჯახში დაახლოებით სამი თვის წინ გამოჩნდა. ის ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა, როდესაც მოხდა საბედისწერო შეხვედრა. უსახლკარო ძაღლი ოლგასთან მივიდა, უკანა ფეხებზე წამოიწია და შარფი მოიხვია. ოლგამ ვერ გააცნობიერა თუ რა უნდოდა ძაღლს მისგან. ავტობუსს აღარ დაელოდა და ფეხით გააგრძელა გზა.
ძაღლი მას უკან გაჰყვა და სახლამდე სდია.
გოგონამ ის სახლში მიიყვანა და საჭმელი მიუტანა. ძაღლმა ჭამა და ხალიჩაზე გაწვა, რითაც აგრძნობინა რომ წასვლა არ სურდა. ოლგა მიხვდა, რომ ძაღლი არ უნდა მიეტოვებინა.
ოლგამ ძაღლს გააცნო თავისი კატები ფუფუ, ზარა, და ბასია. ცხოველები ერთმანეთს კარგად შეხვდნენ და ოლგა მიხვდა, რომ ძაღლი საბოლოოდ სახლში უნდა დაეტოვებინა. ასე გამოჩნდა არჩი მის ოჯახში.
ქუჩის ძაღლი ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა. ის სიამოვნებით და მარტივად სწავლობს ახალ თამაშებს და კატებთან კარგად ერთობა.
ალბათ, ავტობუსის გაჩერებაზე, მან იგრძნო, რომ მის წინ კარგი ადამიანი იმყოფება და მოქმედება გადაწყვიტა! ძაღლის თავბრუდამხვევობისა და გოგონას სიკეთის წყალობით, ქალაქის ქუჩებში ერთით ნაკლები უპატრონო ძაღლი იქნება.