,,ალიონკა“ – უგემრიელესი სალათი საბჭოთა ეპოქიდან. შემოგთავაზებთ ჭარხლის ბაზაზე მომზადებული უგემრიელესი და საკმაოდ პოპულარული სალათის რეცეპტს. სალათი ძალიან უხდება შემწვარ და მოხარშულ კარტოფილს, შავ პურს და სხვა კერძებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 კგ ჭარხალი
- 500 გრ წითელი ბულგარული წიწაკა
- 500 გრ ხახვი
- 500 გრ სტაფილო
- 1,5 კგ პომიდორი
- 500 მლ ზეთი
- 200 გრ ნიორი
- 200 მლ 9%-იანი ძმარი
- 50 გრ მარილი
- 180 გრ შაქარი
- 1-2 ცალი მწარე წიწაკა (წითელი)
მომზადების წესი:
- ჭარხალი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ასევე გახეხეთ სტაფილოც.
პომიდორს დაასხით ცხელი წყალი, გაფცქვენით და დააბლენდერეთ ან გაატარეთ. - ბულგარული წიწაკა თესლისგან გაასუფთავეთ და დაჭერით (ძალიან თხელ ნაჭრებად არ დაჭრათ). წვრილად დაჭრით ხახვი და თესლისგან გასუფთავებული მწარე წიწაკა. ნიორი დაჭყლიტეთ. ყველა ინგრედიენტი გაქვთ მზად.
- სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თუჯის ქვაბი. ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ. შემდეგ დაამატეთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა და აურიეთ.
- პერიოდულად ურევთ და ბოსტნეულს 5-7 წუთის განმავლობაში თუშავთ. შემდეგ დაამატეთ ჭარხალი, პომიდორი, მწარე წიწაკა, დააყარეთ შაქარი, მარილი, დაასხით ძმრის ნახევარი, კარგად აურიეთ, დაახურეთ თავსახური და აადუღეთ.
- ადუღეთ 40-45 წუთი. შემეგ დამატეთ ნიორი, დარჩენილი ძმარი, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.
სალათი ცხელ-ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და გაგრილებამდე შეფუთეთ. გემრიელად მიირთვით!