ვიღაც წიგნის ფურცლებზე იბადება, ვიღაცას იდეალური ბედი აქვს, ხოლო ვიღაც პირდაპირ კამერების წინ ხვდება. ფილმ, ვარსკვლავური ომებში, პრინცესა ლეას როლის შემსრულებელი, კერი ფიშერი, საბოლოოდ მსახიობი გახდა, თუმცა მას სრულიად განსხვავებული ნიჭი ჰქონდა.
კერის დედა ცნობილი მსახიობი, დები რეინოლდსი იყო, მამა კი 50-იან წლებში პოპულარული მომღერალი – ედი ფიშერი. გოგონა 2 წლის იყო როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და ცოლად ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავი, ელიზაბეტ ტეილორი შეირთო.
ბავშვობაში კერი ხშირად გამოდიოდა სცენაზე დედასთან ერთად, თუმცა ურთიერთობა მათ შორის ყოველთვის დაძაბული იყო – სიყვარულისა და სიძულვილის ზღვარზე.
ქმართან განქორწინების შემდეგ, კერის დედამ მილიონერზე იქორწინა, თუმცა ვერც ამ ქორწინებამ მოუტანა ბედნიერება. დების მუდმივად ჰქონდა ემოციური პრობლემები, რაც ქალიშვილზე ახდენდა გავლენას. ის კერის კონტროლით იყო შეპყრობილი.
12 წლის ასაკში კერის დებიუტი ჰქონდა დიდ სცენაზე, 18 წლისა ის ფილში გადაიღეს, ხოლო 19 წლის ასაკში მსიოფლიოს ვარსკვლავი გახდა. სწორედ ამ დროს ჯორჯ ლუკამ ,,ვარსკვლავურ ომებში” მიიწვია.
ამ საკულტო ფილმში გადაღება თავდაპირველად კერი ფიშერმა ჩაშალა, მისთვის ამ გიჟური გრაფიკის გაძლება მარტივი არ აღმოჩნდა. ერთადერთ გამოსავალს ნარკოტიკებში ხედავდა, ამავე დროს დამოკიდებული იუო ალკოჰოლზეც.
გარდა ამისა, მსახიობი დიდად არ იყო კმაყოფილი თავისი როლით. თავდაპირველად უნდა ეთამაშა პრინცესა ლეას როლი. თუმცა მისი როლი არაერთხელ შეიცვალა.
მცირე გამარჯვების მიუხედავად, როლი მისთვის თითქმის აუტანელი იყო. ვარცხნილობა და მისი კაბა საკმაო უხერხულობას იწვევდა. ლუკას მაინც სჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
თუმცა, ყველაზე დიდი გამოცდა მისთვის ჰარისონ ფორდთან რომანი აღმოჩნდა. გადაღებების დროს მათ შორის კავშირი აშკარად იგრძნობოდა მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 14 წლით უფროსი და დაქორწინებული იყო.
თუ ფორდისთვის ეს ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, ფიშერი ასე არ ფიქრობდა. ეს მისი პირველი სიყვარული აღმოჩნდა და მტკიცედ სწამდა, რომ ჰარისონი მალე მიატოვებდა მეუღლეს და მასთან იქნებოდა. თუმცა, მისი ოცნებები დაიმსხვრა. ამის შესახებ ქერიმ მხოლოდ 40 წლის შემდეგ ისაუბრა.
პრიცესა ლეას როლმა ის მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი გახადა, თუმცა მისი შემდგომი კარიერა გაანადგურა. არავის სურდა მისი ფილმში გადაღება. ეს ქერის დიდად არ აწუხებდა. ის კმაყოფილი იყო მცირე როლებითაც. საბოლოოდ, ქალს სხვა ნიჭი აღმოაჩნდა.
ფიშერმა სცენარებზე მუშაობა დაიწყო. თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ის მალე ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა და ხელისუფლებამ მეთვალყურედ დედა მიუჩინა.
სიტუაციის გასაუმჯობესებლად კერიმ წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ,,ღია ბარათები უფსკრულის პირას” ასე ერქვა წიგნს, რომელიც უმეტესად ავტობიოგრაფიული ნამუშევარი იყო და ქერის და დედამისის ურთიერთობას ემყარებოდა. წიგნი ისეთი კარგი აღმოჩნდა, რომ ფილმი გადაიღეს, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი თამაშობდა. ამ ფილმმა უამრავი ჯილდო შეაგროვა. რა თქმა უნდა, სცენარზე თავად კერი მუშაობდა.
ამას მოჰყვა ნაკლებად წარმატებული წიგნების სერია. მისი ერთ-ერთი წიგნი ,,პრინცესას დღიურები” იყო, სადაც მან ,,ვარსკვლავური ომებზე” ისაუბრე. წიგნი ბესტსელერი გახდა. მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ ფიშერი გარდაიცვალა.
“ის დაიხრჩო მთვარის შუქში, რომელიც საკუთარი მკერდიდან მოდიოდა”, – ასე იწერებოდა ყველა ჟურნალში. სინამდვილეში, მისი გული უბრალოდ გაჩერდა. ექვსი თვის შემდეგ, ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა და 60 წლის მსახიობის სხეულში უამრავი აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.