15 წუთიანი პროცედურების შემდეგ თქვენი ქუსლების კანი ძალიან რბილი და ნაზი გახდება

ზამთრის შემდეგ თქვენი ფეხები საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. სასწრაფოდ მოიშორეთ კოჟრები, ნახეთქები, გაუხეშებული კანი. შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ფეხებს დაუბრუნებს თქვენთვის სასურველ იერს.

გაგიზიარებთ 6 საუკეთესო საშუალებას, რომელთა ძირითადი იგრედიენტი საშინაო პირობებში მომზადებული აბაზანა და საკვები სოდაა. სოდის სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი რამ გსმენიათ. სოდა ეფექტური საშუალებაა კოსმეტიკური ხაზითაც.ეს უძლიერესი ანთების საწინააღმდეგო გამწმენდი, სადეზინფექციო, აღმდგენი და დამარბილებელი საშუალებაა.

ფეხის მოვლა სახლის პირობებში

აბაზანა სოდითა და ზღვის მარილით

ფეხის კანის დასარბილებლად მოამზადეთ აბაზანა. აიღეთ თასი ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ 2 ს. კ. ზღვის მარილი, 2 ს. კ. სოდა, ჩაყავით ფეხები  და 7-8 წუთი დააყოვნეთ.

აბაზანა სოდითა და  საპნით

კანის მაქსიმალური გაწმენდისათვის მოამზადეთ აბაზანა, რომელსაც სოდასთან ერთად დაამატებთ საპნის ნატეხებს. ფეხები ჩაილბეთ 10 წუთით.

აბაზანა სოდითა და ზეთით

თუ გსურთ კანის დატენიანება და ტონირება მოამზადეთ აბაზანა. თბილ წყალს დაამატეთ 2 ს. კ. სოდა და მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთი. ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 10 წუთით.

აბაზანა სოდითა და რძით

თუ გსურთ, რომ ხავერდისებური ქუსლები გქონდეთ, მოამზადეთ აბაზანა. 1 ლ თბილ ცხიმიან რძეში ჩაყარეთ 1 ჩ. კ. სოდა, ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 10 წუთით.

აბაზანა სოდითა და წყალბადის ზეჟანგით

თუ გსურთ, რომ მოიშიროთ ქუსლებზე ნახეთქები, აიღეთ თასი, ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ 2 ს. კ. სოდა და 2 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი. მომზადებულ აბაზანაში ფეხები 10-12 წუთით დააყოვნეთ.

აბაზანა იოდით

კანის დაზიანებისგან თავის დასაღწევად მოამზადეთ აბაზანა, 2 ლ თბილ წყალს დაამატეთ 2 ს. კ. სოდა და 2 ს. კ. იოდი. მომზადებულ აბაზანაში ფეხები მხოლოდ 10 წუთი დააყოვნეთ.

აბაზანა სოდითა და თიხით

ეს იდიალური საშუალებაა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად და ნახეთქების მოსაშორებლად. ასევე ის ფრჩხილებისთვის მკვებავი საშუალებაა. აიღეთ თასი, ჩაასხით 2 ლ თბილი წყალი, დაამატეთ 4 ს. კ. თეთრი თიხა და 2 ს. კ. სოდა.

მოუარეთ თქვენს ქუსლებსა და ტერფებს, არ დაგავიწყდეთ, ძილის წინ წაისვით აღმდგენი მალამო. თუ სტატია თქვენთვის სასარგებლო რჩევებით იყო დატვირთული, მაშინ გაუზიარეთ მეგობრებსაც.