წლებთან ერთად კანი იცვლება, დუნდება, ჩნდება ნაოჭები, მუქი ლაქები, ტონი არათანაბარია, თვალების გარშემო ჩნდება მუქი წრეები.
კანის გასაახალგაზრდავებლად, ნაოჭებისა და ლაქების მოსაშორებლად შემოგთავაზებთ სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი 5 წვეთი, ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 10 წვეთი, მაწონი (დანამატების გარეშე) 50 მლ.
მომზადების წესი: მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ და შედეგით ისიამოვნეთ.
იზრუნეთ კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე და იყავით უფრო თავდაჯერებულნი!