3 ნატურალური პროდუქტი სხეულის სხვადასხვა მიდამოებში გამუქებული კანის გასაღიავებლად

411

კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ლაქები, რომელთა წარმოქმნის მიზეზები შეიძლება იყოს: სიმსუქნე, მე-2 ტიპის დიაბეტი, ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორები. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ლაქების გაჩენა  დაავადებასთან არ არის დაკავშირებული.

ლაქები შეიძლება გაჩნდეს სახის კანზე, კისერზე, მკლავებზე, იდაყვებზე, მუხლებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის ნაკეცები. მართალია, ეს მდგომარეობა მტკივნეული არ არის, მაგრამ ესთეტიკურად უსიამოვნო დასანახია, შეიძლება ახლდეს ქავილი, გაღიზიანება, კანის აქერცვლა.

პირველ რიგში, აუცილებლად მიაკითხეთ დერმატოლოგს და დაადგინეთ დიაგნოზი, თუ რამ გამოიწვია ლაქების გაჩენა.

საბედნიეროდ, მუქი ლაქების გაღიავება და კანის ტონის გათანაბრება  შესაძლებელია უმარტივესი ბუნებრივი პროდუქტებით.

1. ალოე ვერა

ალოე ვერა კანის ბუნებრივი გამაღიავებელია, კვებავს კანს და ამცირებს ლაქებს კანზე.

ალოე ვერა მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას.

ალოეს ფოთოლს (აიღეთ პატარა ნაჭერი ან განსაზღვრეთ თქვენი ლაქების მიხედვით) მოაჭერით ეკლიანი გვერდები, გაჭერით შუაზე და ამოიღეთ გელი. გელი წაისვით მუქ ლაქებზე.  სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ალოეს გელი გამოიყენეთ ყოველ დღე.

2. საკვები სოდა

საკვები სოდა კანის საუკეთესო სკრაბია. კანის ფენის განახლებას შედეგად მოჰყვება მუქი ლაქები თანდათან გაღიავება.

სქელი პასტის მოსამზადებლად აურიეთ 3 წილი სოდა და 1 წილი წყალი. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ გამუქებულ კანზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ. ამ გზით შეძლებთ კანის აქერცვლას, მკვდარი უჯრედების მოშორებას, კანის განახლებასა და გაღიავებას. პროცედურის ბოლოს აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.

3. ლიმონი

C ვიტამინით მდიდარი ლიმონი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას და აქვს კანის ჯანსაღი უჯრედების რეგენერაციის უნარი.

ლიმონის წვენი ბამბის ტამპონით შეიზილეთ მუქ ლაქებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20  წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კარემი. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღიურად და აუცილებლად საღამოს.