ჭინჭრის ნაყენი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

ჭინჭრის ფოთლებისგან მზადდება ნაყენი. ამ უებარი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ არაყი.

გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო თვალსაზრისით ჭინჭარი ეფექტურია მაისიდან აგვისტომდე. აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები და ისე დაკრიფეთ ჭინჭარი.

ნედლეულის ერთ ნაწილზე დაგჭირდებათ სამი წილი არაყი. მომზადებული ნაყენი მოათავსეთ მინის ქილაში, რამდენიმე დღით  გააჩერეთ ბნელ და ცივ ადგილას. აუციელბელია ნაყენის გაფილტვრა.

საოცარი ჭინჭრის ნაყენი უძლიერესი საშუალებაა ართრიტის, რადიკულიტისა და სახსრების სამკურნალოდ.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი

დაგლიჯეთ ჭინჭარი ფესვებიანად, გარეცხეთ, გააშრეთ და კარგად ჩატენეთ ნახევარლიტრიან ქილაში, დაასხით არაყი და 22 დღით გააჩერეთ ბნელ და ცივ ადგილას. თუ გაწუხებთ  ხელები, ფეხები, გტანჯავთ რადიკულიტით გამოწვეული ტკივილი მომზადებული ნაყენი ღამით კარგად შეიზილეთ და თბილად შეიხვიეთ.

თუ დაავადება ძალიან არ არის გართულებული, მაშინ ნაყენს სწრაფად მოქმედების ეფექტი აქვს.

გცვივათ თმები და გაწუხებთ თავის ტკივილი? ნაყენი კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე.

გაციებისა და ვირუსის დროს ნაყენში დაასველეთ ბამბა და გაიწმინდეთ ზურგი, სახე, ყურების უკან ადგილები. პროცედურა ჩაიტარეთ ღამით.

ჭინჭრის ნაყენის საფენები დაგეხმარებათ ცხიმგროვების გაქრრობაში.

ჭინჭრის ნაყენი სპირტით

ჭინჭრის ნაყენი ჭრილობების შესახორცებლად და ტროპიკული წყლულის განსაკურნებლდ უებარი საშუალებაა. მინის ქილაში ჩატენეთ ჭინჭრის ფოთლები და დაასხით 70 გრადუსიანი სპირტი, კრგად დაახურეთ თავი და 2 კვირით გააჩერეთ მზეზე. დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთეთ მომზადებული ნაყენის საფენები.

არაყი და სპირტის ნაყენი

ჭინჭრის ნაყენი-საერთო გამაჯანსაღებელი საშუალებაა.

200 გრ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი კარგი ხარისხის არაყი და ერთი დღე-ღამე დადეთ ფანჯრის ჩარჩოზე, შემდეგ მოათავსეთ კარადაში და დააყოვნეთ 8 დღე.  გაფილტრეთ და ნაყენი გადაიტანეთ მუქი მინის ბოთლში. მიიღეთ 1 ჩ. კ. ჭამამდე და დაძინების წინ  30 წუთით ადრე.

ჭინჭრის ნაყენი ნივრით

ნივრით გაჯერებული ჭინჭრის ნაყენი ეფექტური საშუალებაა გაციების დროს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • ჭინჭრის ფოთლები 100 გრ
  • ნიორი 100 გრ
  • სპირტი ან არაყი 0,5 ლ

ჭინჭარი და დაჭყლეტილი ნიორი მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით არაყი ან სპირტი და გააჩერეთ ერთი კვირით ცივ ადგილზე. მომზადებული ნაყენი მიიღეთ გამოჯანმრთელებამდე დღეში 20-30 გრ. ეს საშუალება დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, აქვს ტემპერატურის დაწევის ეფექტი და დაგიამებთ ყელის ტკივილს.

ჭინჭრის ნაყენი ცხიმიანი თმისთვის

თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სწრაფი ზრდისთვის და ბზინვარებისთვის მოამზადეთ ჭინჭრის სამკურნალო ნაყენი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ნედლი და მშრალი ჭინჭრის ფოთლები 100 გრ
  • არაყი ან სპირტი 0,5 ლ

დაჭრილი ჭინჭარი მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით არაყი, აურიეთ, დაახურეთ, დადეთ გრილ და ცივ ადგილზე, დააყოვნეთ 7-10 დღით. მომზადებული საშუალებით გაიწმინდეთ თავზე კანი, შემდეგ შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიფარეთ ცელოფანი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 30-40 წუთი, შემდეგ კი ჩვეულებრივად დაიბანეთ.

თმის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირაში.

უკუჩვენება

ჭინჭრის ნაყენი ალერგიულია, აგრეთვე არ შეიძლება მისი გამოყენება სისხლის შედედების გაზრდის შემთხვევაში, ათეროსკლეროზის, ჰიპერტენზიის დროს. ჭინჭრის ნაყენის  გამოყენება არ შეიძლება პოლიპების, კისტების, სისხლის დენის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს სიმსივნის დროს.

დაუშვებელია მისი ფეხმძიმობის დროს გამოყენება, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ნედლ ჭინჭარს შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. ჭინჭრის ნაყენის გამოყენება არ შეიძლება ლაქებისთვის , რადგან მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა იზრდება.

გამოიყენეთ ეს საოცრად ეფექტური, უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.