არც ისე დიდი ხნის წინ, კრისტალური ჭურჭლის კომპლექტი თითქმის ყველა ოჯახში იყო.ეხლა ის არასასურველ ნივთებად იქცა,რომელსაც აღარ ვიყენებთ და გადაყრაც გვენანება.
ჩვენ შეგვიძლია გასწავლოთ თქვენი ხელით როგორ განაახლოთ ისინი.
საბჭოთა კავშირის ხრუსტალი
ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას.იყავით ორიგინალური და შექმენით ძალიან ლამაზი და ამავდროლად საინტერესო დეკორაცია.
ამისათვის სჭიროა
- ხრუსტალის ჭურჭელი
- მინის ან ბროლის კენჭები
- სილიკონის წებო
- ფანჯრის ჩარჩო
- დეკორაციული ჯაწვები
კეთების პროცესი
დასაწყისისთვის აირჩიეთ საჭირო ნივთები.გამოგადგებათ როგორც სწორი ასევე ღრმა ჭურჭელი.ჭიქები,თეფშები და სასალათეები.მიაქციეთ ყურადღება განლაგებას რათა საბოლოოდ გამოვიდეს ნახატივით ლამაზი.შეაწებეთ ისინი სილიკონის წებოთი, ისე რომ არ დატოვოთ კვალი.
პრობელები შეავსეთ კრისტალის ან ბროლის ქვებით. ასევე გამოგადგებათ ჭურჭლის ნატეხები. შეგიძლიათ შეალამაზოთ სხვადასხვა სამკაულებით ან სხვა ნივთებით. ეხლა უკვე საყვარელი ხრუსტალის კოლექცია გაგიხარებს თვალს და არ დაიჭერს ადგილს კარადაში.
.
მზგავსი დეკორაცია ძალიან მოუხდება ეზოს და აივნებს.ლამაზად და სასიამოვნოდ იციმციმებს მზის სხივებზე.
დაკიდეთ ფანჯარაზე და მთლიანად შეუცვლის სახლს იერს ბრჭყვიალა ქვები.
ყველაზე უძველესი ნივთებიც კი შეგვიძლია გადავაქციოთ ულამაზეს დეკორაციად. მთავარია გამოვიყენოთ ფანტაზია.შეუხამეთ და მოარგეთ ისინი თქვენს ინტერიერს.