ერთი პროდუქტი თმის ცვენის, ნაოჭების, აკნესა და ფსორიაზის წინააღმდეგ

ყველამ კარგად იცის, რომ ნიორი უძლიერესი სამკურნელო ნატურალური საშუალებაა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ნიორი მოგიგვარებთ კანისა და თმის ცვენის პრობლემას.

ნიორი შეიცავს უარავ სასარგებლო მივთიერებას, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. ნიორის შემდგენლობაში შედის ვიტამინები (A, B1, B2, B3, B6, B7, C, E),

მინერალები (ფოსფორი, კალიუმი, სელენი, გოგირდი, მანგანუმი), ცილები, ამინომჟავები, ცხიმები, ეთერზეთი, ფლავონიდები და სხვა უამრავი სასარგებლო ნივთიერება.

ნიორი გაჯერებულია უამრავი სასარგებლო თვისებით. ეს ნატურალური პროდუქტი  კიბოს, ტრომბის, დიაბეტის, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო საშუალებაა. აგრეთვე ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ებრძვის ზედმეტ წონას და ანადგურებს ბაქტერიებს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნივრის 10 სასარგებლო თვისებას კოსმეტიკური ხაზით.

დაიმახსოვრეთ, ნიორი შეიცავს ბევრ აქტიურ ნივთიერებას, ამიტომ კანზე მის გამოყნებამდე ალერგიულ რეაქციაზე ჩაიტარეთ ტესტი.

1. თმები

ნივრის შემადგენლობაში შემავალი ალიცინი მოგიგვარებთ  თმის ცვენის პრობლემას. ნივრის სუნმა რომ არ შეგაწუხოთ, გირჩევთ ეს პროდუქტი გამოიყენოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბის იგრედიენტად. 15 მლ აბუსალათინის ზეთს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. ნარევი დაიტანეთ თმაზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ, თან 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ.

ნიორი გაჭერით და ნახევარი კბილი ნივრით თმის ძირები დაიმასაჟეთ.

2. ფრჩხილები

იმისათვის რომ ფრჩხილები გაგიმაგრდეთ, გაიკეთეთ მასაჟი ნივრის ზეთით ან წვენით. ერთი კვირის შემდეგ უკვე შედეგს დაინახავთ.

3. ნაწიბურები

ნიორი დაგეხმარებათ ნაწიბურების გაქრობაში. დანაყეთ რამდენიმე კბილი ნიორი, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და გაიჩერეთ 3-5 წუთი.

დაიმახსოვრეთ, ნიორი შეიცავს ბევრ აქტიურ ნივთიერებას, ამიტომ კანზე მის გამოყნებამდე ალერგიულ რეაქციაზე ჩაიტარეთ ტესტი.

4. გამონაყარი და მისგან დარჩენილი ლაქები

თუ თქვენ პრობლემური კანი გაქვთ, ამისათვის რამდენიმე კბილი დაჭყლეტილი ნიორი გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში და ყოველ დილით დალიეთ. ამ საშუალებით თქვენ გაიწმენდთ სისხლს და კანის პრობლემაც მოგიგვარდებათ.

თუ კანზე გამონაყერის შედეგად დარჩენილი ლაქები გაქვთ, ნიორი გაჭერით შუაზე და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.

5. აკნე

საჭირო იგრედიენტები:

  • ნიორი 2 კბილი
  • თაფლი 1 ს. კ.
  • მუხუდოს ან შვრიის ფქვილი 1 ს. კ.
  • ლიმონი 7 წვეთი

მოცემული იგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ სახეზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ, 5 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

6. სტრიები

ორთქლზე შეათბეთ სეზამის ზეთი, დაამატეთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, აურიეთ, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. 5 წუთის შემდეგ კი დაიბანეთ.

7. მზისგან მიღებული დამწვრობა

1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი შეურიეთ ნახევარ ჩ. ჭ. ვაშლის ძმარს. შემდეგ კი მომზადებული მასით გაჟღენთილი მარლის ფირფიტით დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ და 10 წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

8. მეჭეჭები

საკვები სოდა, აბუსალათინის ზეთი და დაჭყლეტილი ნიორი აურიეთ ისე, რომ სქელი მასა მიიღოთ და წაისვით მეჭეჭებზე.

პროცედურა გაიმეორეთ მეჭეჭების გაქრობამდე.

9. ნაოჭების საწინააღმდეგო

სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ნიორი უძლიერესი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. ნივრის შემადგენლობაში შემავალი ალიცინი ასწორებს ნაოჭებს. 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი შეურიეთ 1 ს. კ. თაფლში, წაისვით ნაოჭებზე, გაიჩერეთ 5-7 წუთი და შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

10. ფსორიაზი

ნიორი ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფსორიაზის საწინააღმდეგოდ. დაზიანებულ კანზე წაისვით ნივრის ზეთი. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ და დაუბრუნეთ კანს სიგლუვე.

გამოიყენეთ ნოირი ეს უძლიერესი ნატურალური საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.