რატომ შეიძლება იყოს მაჯაზე გაჩენილი კოპი შეშფოთების მიზეზი

როდესაც ჩვენს ხელებზე, მაჯებზე ან თითებზე ჩალურჯებები ან კოპები ჩნდება, ამას ხშირად ტრამვებს, მწერების ნაკბენებს ან მუშაობის მიერ გამოწვეულ წყლულებს ვაბრალებთ. თუმცა, ეს სიმპტომები სერიოზულ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს. ექიმები ამას ჰიგრომას ეძახიან. ის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და კაფსულის ან კისტის ფორმას იღებს. ისინი ესთეტიურ ნაკლთან ერთად ასევე საკმაოდ საშიშ სიმპტომსაც წარმოადგენენ.

სად შეიძლება გაჩნდეს ის

ყველაზე ხშირად ასეთი კოპები მაჯებზე ჩნდება და შეხებისას ისინი სინაზით გამოირჩევა. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ის შეიძლება გაგიჩნდეთ ხელის გულის ცენტრში ან ცერა თითთან ახლოს. ასევე თითების შიდა მხარეს.

გაჩენის მიზეზები

ოსტეო-არტიკულური აპარატის თანდაყოლილი სისუსტე.
დაზიანება, შეშუპება ან ძვლის არასწორად განკურნება.
სახსრების დეგენერაციული დაავადებები და მაჯის რბილი ქსოვილების ანთება.

მაჯის გახანგრძლივებული განმეორებითი მოძრაობები (ჩვეულებრივი ფაქტორია მუსიკოსებისთვის და ისეთი ადამიანებისთვის, ვინც კომპიუტერთან ბევრს მუშაობს).

სიმპტომები

როგორც წესი ასეთი გამონაზარდები უმიზეზოდ ჩნდება, თუმცა მისი გაზრდის სიჩქარე სხვადასხვანაირია. იგი ზოგჯერ წლების განმავლობაში შეიძლება გქონდეთ ფორმის შეუცვლელად, ზოგჯერ კი რამდენიმე დღეში რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს.

ასეთი კოპის გაჩენას თან ასეთი სიმპტომები ახლავს:

სახსრების მოძრაობის სირთულე თითების და მაჯის გამოძრავებისას.
კოპის ზედაპირზე კანის გაწითლება და აქერცვლა.
კოპის ირგვლივ არსებული კანის ქსოვილების გაღიზიანება და ყრუ ტკივილი.
კანის სენსიტიურობის გაზრდა, რაც გამოწვეულია კოპის გაზრდისას სისხლის ვენებზე და ნერვულ დაბოლოებებზე გაჩენილი ზეწოლის შედეგად.

დიაგნოსტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კოპის ავთვისებიან სიმსივნედ გადაქცევის რისკი არ არსებობს, თქვენ მაინც არ უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა ქირურგთან და პედიატრთან, რადგან მარტივად დაადგინოთ ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზები და დასახოთ მისი მკურნალობის სწორი კურსი.