არავის არ სჯეროდა, რომ ისინი ტყუპები არიან – ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ახლა

სხვადასხვა რასის წარმომადგენელი წყვილის წარმოუდგენილი ამბავი, რომლის მსგავსი შემთხვევაც მსოფლიოში სულ 11-ია. ინგლისელ ქალს და იამაიკელ მამაკაცს განსხვავებული კანის ფერის ტყუპები შეეძინათ.

როდესაც გამვლელები გოგონებს უყურებდნენ, უბრალოდ კარგი მეგობრები ეგონათ. ძალიან გაკვირვებულები რჩებოდნენ როდესაც იგებნენ, რომ ისინი მხოლოდ დები კი არა, ტყუპები არიან.

გოგონები 2008 წლის 3 ივლისს დაიბადნენ. ახლა 11 წლსები არიან და ამბობენ, რომ ჯერჯერობით მათ მიმართ რასიზმი არავის გამოუვლენია, მხოლოდ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა.

გენეტიკის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ასეთი ფენომენი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ერთი შეხედვით ჩანს. ტყუპები, რომლებსაც სხვადასხვა კანის ფერი აქვთ, შეიძლება დაიბადნონ ასიდან ერთ შემთხვევაში.

ისტორიულად, განსხვავებული კანის ფერის მიმართ ადამიანები მტრულად არიან განწყობილნი. მაგრამ 21-ე საუკუნეში ჩატარებული კვლევები გვეუბნება, რომ რასის არსებობის იდეა უბრალოდ ადამიანებმა გამოიგონეს.

ჟურნალ National Geographic-ის ერთ-ერთი საკითხი რასიზმს დაეთმო, ამიტომ დები ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდნენ. სწორედ ამან მისცა საზოგადოებას მაგალითი, რომ კანის ფერი არ განსაზღვრავს ადამიანს. დაგვეთანხმებით, რომ ისინი იდეალური მაგალითები არიან მსოფლიოსთვის ასეთი შეტყობინების გასაგზავნად.

ახლობლები იხსენებენ, რომ გოგონებმა ზუსტად ერთდროულად დაიწყეს ცვლილებები. მარსიას კანის და თმის ფერი გაღიავდა, თვალები გახდა ცისფერი ზუსტად ისეთი, როგორიც დედას აქვს. ხოლო მილის კანი და თმა ზუსტად ისეთი გახდა, როგორც მამის.

ტყუპებს რომ ჰკითხოთ რა განსხვავებაა მათ შორის, არც ერთი არ ახსენებს კანის ფერს: ,,მილის ყველაფერი გოგონების მოწონს, მაგალითად, ვარდისფერი კაბები, მაგრამ მე ვარდისფერი არ მომწონს, მე ნამდვილი ბავშვი ვარ,” – თქვა მარსიამ.

 

ასებობენ კიდევ ერთი ტყუპები: 22 წლის ლუსი და მარია აილერები, რომლებსაც ასევე განსხვავებული ფერის კანი აქვთ და ეს ფაქტი ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მშობლებისთვის.

სამყაროში ყველაფერს აქვს არსებობის უფლება. ასეთი კარგი მაგალითები გვასწავლიან, რომ ადამიანებს კარგად უნდა მოვექცეთ მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავედებიან ჩვენგან.