სტატიაში შემოგთავაზებთ 6 ნატურალური საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ გქონდეთ ლამაზი, გრძელი და ხშირი წამწამები.
როგორც თმას, ისე წამწამებსაც სათანადო მოვლა სჭირდება. წამწამებმა შეიძლება სხვადასხვა მიზეზთა გამო შეწყვიტოს ზრდა და ცვენა დაიწყოს. მიზეზი კი შეიძლება იყოს როგორც ვიტამინების დეფიციტი, ისე ჰორმონალური პრობლემები.
შემოთავაზებული საშუალებების გამოყენებამდე წამწამებზე სპეციალური ფუნჯით გაიკეთეთ მასაჟი. თუ ფუნჯი არ გაქვთ, ძველი ტუშის ფუნჯი კარგად გარეცხეთ და გამოიყენეთ.
1. ეთერზეთები
ლავანდის, ვარდისა და ლიმონის ეთერზეთები განსაკუთრებული საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს წამწამების ზრდას. მოცემული ეთერზეთებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. 2 წვეთი დააწვეთეთ ყურის ჩხირზე და წაისვით წამწამებზე. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე თვალზეც.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ დილით.
2. ქოქოსის ზეთი და ლიმონის ცედრა
ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 3 ს. კ.
- ლიმონის ცედრა ცოტა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოსამზადებლად დაგჭირდებათ პატარა კონტეინერი.
- ლიმონის კანი გახეხეთ წვრილ სახეხზე (აიღეთ მხოლოდ ყვითელი ნაწილი), დაამატეთ ქოქოსის ზეთი და აურიეთ. კონტეინერს დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 14 დღე.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მომზადებული მასა თხელ ფენად წაისვით წამწამებზე და გაიჩერეთ მინიმუმ 2 საათი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. სეზამის, ლიმონისა და როზმარინის ზეთი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სეზამის ზეთი 2 ს. კ.
- როზმარინის ზეთი 5 წვეთი
- ლიმონის ზეთი ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და თხელ ფენად წაისვით წამწამებზე. წასასმელად გამოიყენეთ ფუნჯი ან ყურის ჩხირი. 10 წუთის შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- მოცემული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.
4. ქოქოსის ზეთი
4 წვეთი ქოქოსის ზეთი (2-2 წვეთი თითოეულზე) წაისვით პირდაპირ წამწამებზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით გაიკეთეთ მასაჟი და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
5. აბუსალათინის ზეთი, A ვიტამინი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აბუსალათინის ზეთი 1 ს. კ.
- A ვიტამინი 2 კაფსულა
- E ვიტამინი 2 კაფსულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აიღეთ პატარა კონტეინერი. ჩაასხით აბუსალათინის ზეთი. A და E ვიტამინის კაფსულები გახსენით, გამოწურეთ შიგთავსი და ზეთს კარგად შეურიეთ. მომზადებული ნაზავი, მასაჟის შემდეგ, ფუნჯის საშუალებით წაისვით წამწამების ძირებზე. წასასმელად გამოიყენეთ ძალიან ცოტა. სამოქმედოდ დაიტოვეთ 2 საათი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე. მოცემული ნაზავი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
6. თალგამის ზეთის ნიღაბი
ბამბის ფირფიტებზე დაასხით ცოტა თალგამის ზეთი. ზეთი თანაბრად გაანაწილეთ ფირფიტაზე, დაწექით, დაიფინეთ თვალებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თვალები გაიწმინდეთ მშრალი ბამბის ფირფიტით. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.
გამოიყენეთ მოცემული ხელნაკეთი საშუალებები და უმოკლეს დროში შეძლებთ გქონდეთ გრძელი, ლამაზი და სქელი წამწამები.